მაია ფანჯიკიძე მზარეულობას სწავლობს – ყოფილმა საგარეო მინისტრმა მანუელის კოლეჯში ჩააბარა

მაია ფანჯიკიძე მზარეულობას სწავლობს - ყოფილმა საგარეო მინისტრმა მანუელის კოლეჯში ჩააბარაყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მზარეულობის შესწავლა გადაწყვიტა.

ამის შესახებ მისმა დამ, ნათია ფანჯიკიძემ, ფეისბუქში დაწერა:

“ყოველ ახალ დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ცხოვრება. ეს ორი სტუდენტი ქალი ჩემი და მაია და მისი მეგობარი ლელა გიორგობიანია. არცერთს არ დაკლებია დაბრკოლებები და სტრესი, მაგრამ არცერთს არ ჰქონია დღე, რომელიც უმნიშვნელოდ მიიჩნიეს. ეს ორივე ქალი თავისი საქმის პროფესიონალია. ასაკი – 50-ს ზევით.

მაია ფანჯიკიძე მზარეულობას სწავლობს - ყოფილმა საგარეო მინისტრმა მანუელის კოლეჯში ჩააბარაამა წლის ერთ მშვენიერ (სავარაუდოდ, ცისმარე) დღეს, გადაწყვიტეს ერთით მეტი პროფესია შეიძინონ, დიპლომირებული მზარეულები გახდნენ და ჩააბარეს კულინარიულ კოლეჯში მსოფლიო სამზარეულოს ფაკულტეტზე.

სანიმუშო მოსწავლეები არიან. კონსპექტებით, რეცეპტებით, საშინაო დავალებებით და სტუდენტური ცხოვრების ყველა ატრიბუტით. კლასის დამრიგებელიც ბრწყინვალე ჰყავთ, ესპანელი მზარეული მანუელი, რომელმაც ყველა კულტურის გემო და თითქმის ყველა უცხო ენა მშობლიურივით იცის.

მაია ფანჯიკიძე მზარეულობას სწავლობს - ყოფილმა საგარეო მინისტრმა მანუელის კოლეჯში ჩააბარაიხილეთ ფოტოები, მოიმარჯვეთ ბლოკნოტები, ჩამოწერეთ თქვენი “ვადაგასული” თუ ახალთახალი ოცნებები და დაიწყეთ მათი დაგეგმვა. (სანამ უსახსრობას მოიმიზეზებს ვინმე, გამცნობთ, კოლეჯი უფასოა)”