„კონფლიქტი მოხდა ვალის გამო“ – პიკასო პოლიციამ დაკითხა

„კონფლიქტი მოხდა ვალის გამო“ - პიკასო პოლიციამ დაკითხა„ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, ირაკლი ნოზაძის იგივე „პიკასოს“ გამოკითხვა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დასრულდა.

ნოზაძის ადვოკატის ნიკა სადრაძის განცხადებით, გამოძიება დაინტერესდა, რის გამო მოხდა კონფლიქტი, რასაც ნოზაძემ უპასუხა, რომ კონფლიქტი ვალის გამო მოხდა. გამოძიებას არ დაუსვამს კითხვა ნოზაძისთვის ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

„ნარკოტიკების თემა, ირაკლი ნოზაძის სიტყვებით, არაფერ შუაში არ არის და ალბათ სკანდალის აგორების საკითხია, მომხდარი არის სამწუხარო ირაკლისთვის, არსებობს ბრალდებული, არსებობს დაზარალებული, არსებობს სასამართლო, ამ საქმეს სხვა მხარე არ აქვს, ბრალდებულის ნათქვამს და ბრალდებულის ქმედებას ვერ შევაფასებ, ვერ გეტყვით, ბრალდებულს რაში დასჭირდა იმის თქმ,ა რაც თქვა,

ნარკოტიკების რეალიზებაზე ირაკლი ნოზაძესთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა, გამოძიებას აინტერესებდა, ვინ მიაყენა ჭრილობები, რა არის მიზეზი და ასე შემდეგ. კითხვა იყო დასმული ასე, რის გამო მოხდა კონფლიქტი? პასუხი იყო ირაკლი ნოზაძისგან მარტივი, კონფლიქტი მოხდა ვალის გამო, დილით ისესხა თანხა, საღამოს უნდა დაებრუნებინა, დროულად ვერ მოახერხა და მიიღო აგრესია, ეს არის ფაქტი, რომ იყო ვალის თემა, ამიტომ, რის გამო დაჭრა ბრალდებულმა ირაკლი ნოზაძე, იცის მხოლოდ ბრალდებულმა“, – აღნიშნავს უფლებადამცველი.

მისი განცხადებით, პიკასოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი, ექიმი გადაწყვეტს, როდის გამოწერენ, შეიძლება დღეს გამოწერონ, შეიძლება ხვალ გამოწერონ“, – აღნიშნავს ნოზაძის ადვოკატი.