ირაკლი ნოზაძე გულის არეში დაჭრეს

ირაკლი ნოზაძე გულის არეში დაჭრესimedinews-ის ინფორმაციით, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მუსიკალური ჯგუფის „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე იგივე „პიკასო“ დაჭრეს. მომღერალი გადაყვანილია ღუშაურის კლინიკაში. ​​​​​imedinews-ის ინფორმაციით ის გულის არეშია დაჭრილი.​
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაულის დეტალების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

იმედინიუსი