გორსა და ქარელში ქვეწარმავალმა ორი ადამიანი დაკბინა

გორსა და ქარელში ქვეწარმავალმა ორი ადამიანი დაკბინაიმ ადგილებში, სადაც ქვეწარმაველების სიმრავლე შეინიშნება, დაცული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ატარეთ – აფრთხილებენ ექიმები მოსახლეობას.

ბოლო ორი დღის განმავლობაში გორსა და ქარელში ქვეწარმავლებმა ორი ადამიანი დაკბინეს.

ქვემო კიდურების არეში დაკბენილები სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ შეიყვანეს, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმაება გაეწიათ.

კლინიკაში ამბობენ, რომ ანტიგიურზინის გამოყენება არც ერთი შემთხვევის დროს არ გახდა საჭირო. ექიმი დავით გასიტაშვილი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ნიუპოსტი