დავით ჭიჭინაძე: ,,უმჯობესია, თეა წულუკიანი გარეთ იყოს”

დავით ჭიჭინაძე: ,,უმჯობესია, თეა წულუკიანი გარეთ იყოს"თეა წულუკიანმა ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა. ამის საპასუხოდ უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა:

-პრემიერმინისტრის გადასაწყვეტია. იქნება თუ არა ახალ სამთავრობო კაბინეტში თეა წულუკიანი. ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი იყო მის მიერ ორი დღის წინ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ვიღაცას რაღაც შეეშალა. უმჯობესია, ასეთი ადამიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე, – განაცხადა ჭიჭინაძემ.