ბუბა კიკაბიძე: ,,მიშა რომ აქ იყოს, კარგი იქნებოდა”

ბუბა კიკაბიძე: ,,მიშა რომ აქ იყოს, კარგი იქნებოდა"ქართველი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე 19 ივნისს 80 წლის გახდა. ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ მასთან  ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის შემოქმედებასა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა.

-მინდა, მიშას კომპლიმენტი ვუთხრა. როცა ის ხელისუფლებაში იყო, მთელმა მსოფლიომ შეიტყო საქართველოს შესახებ. ახლა ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან თბილისში არსებულ მთავრობას საუბარი არ სურს. მეც არ მსურს ქართულ პოლიტიკაზე საუბარი. თუმცა, ახლა აქ მიშა რომ იყოს, ალბათ სხვა ქალაქებიც უფრო გალამაზდებოდა.

სახელისუფლებო  პირი უნდა აკონტროლებდეს თავის ქმედებებს. ის განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო.

იყო შეცდომები, თუმცა, მე მსახიობი ვარ და ჩემი საქმე არ არის, განვიხილო, რაც პოლიტიკაში ხდება. აქ რომ მიშა ყოფილიყო, ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგი იქნებოდა. მე რატომღაც ასე ვფიქრობ, რადგან ადამიანი საკუთარ შეცდომებზე ბრძენდება და უკეთ აცნობიერებს შეცდომებს. დღეს კი ვფიქრობ, რომ აღარაფერი ხდება.

რეიტინგი