ალეკო ელისაშვილი: ,,მედოლგარმონეებს ცალკე გამომცდელები ეყოლებათ, მეგიტარეებს – სხვა, ხო?”

ალეკო ელისაშვილი: ,,მედოლგარმონეებს ცალკე გამომცდელები ეყოლებათ, მეგიტარეებს - სხვა, ხო?"„ალბათ ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს”,- ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის, მუსიკოს სერგი გვარჯალაძის ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ალეკო ელისაშვილი ფეისბუქში წერს:

„რას არ გაიგებ! ანუ ქუჩის მუსიკოსებზე ლიცენზიების გამცემი სამსახურიც უნდა შეიქმნას, ხო? ერთი 20 კაცი დასაქმდება კიდევ მერიაში დამატებით. და კიდევ, რა მაინტერესებს – ლიცენზიის პირობები რა იქნება – მედოლგარმონეებს ცალკე გამომცდელები ეყოლებათ, მეგიტარეებს სხვა, ხო? თბილისის მერიაში ,,ცისფერი მთებია” გაქანებული. შაბიამნის პარტიას რომ შეიტანთ, კალაძეს სელფის ჩართვა არ დაავიწყდეს, ეგ არ გამოგვაპაროთ”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018