69 წლის ალა პუგაჩოვას სახლში მესამე ბავშვი გამოჩნდა

69 წლის ალა პუგაჩოვას სახლში მესამე ბავშვი გამოჩნდარუსული ესტრადის ვარსკვლავ ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ოჯახში მესამე ბავშვი გამოჩნდა. როგორც რუსული მედია წერს, 69 წლის მომღერალი ბავშვის მეურვე გახდა, რომლის მშობლებიც

ნარკოდამოკიდებულები არიან. ბავშვის მამა, ვლადი, ალა პუგაჩოვას გარდაცვლილი ძმის, ევგენის შვილია.
ვლად პუგაჩოვი დიდხანს მოიხმარდა ნარკოტიკს, შემდეგ მკურნალობასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ის გააგზავნეს სარეაბილიტაციო ცენტში, სადაც ის შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ვიქტორიას, რომელიც ამავე პრობლემას ებრძოდა.

წყვილს შვილი შეეძინათ, მშობლები გარკვეული დრო ცდილობდნენ, ნარკოტიკზე უარი ეთქვათ, თუმცა უშედეგოდ.

არც ისე დიდი ხნის წინ ვლადი შეზღუდული შესაძლებლობების პირად იქცა, მას საზარდული ნერვი დაუზიანდა და ახლა ეტლით გადაადგილდება, მისი ცოლი კი საავადმყოფოში მოხვდა დოზის გადაჭარბების გამო. როდესაც მდგომარეობიდან გამოვიდა, გაიგო, რომ მისი შვილი ალა პუგაჩოვას ჰყავდა წაყვანილი.

ალა პუგაჩოვა დაემუქრა ბავშვის დედას, რომ თუ ის ნარკოტიკების მიღებას გააგრძელებდა, ბავშვს სამუდამოდ წაართმევდა.

2015 წელს ალამ ბავშვზე დროებითი მეურვეობა აიღო, ახლა კი მისი ოფიციალური მეურვე გახდა.

ნიუპოსტი