,,50 ლარისთვისო, რაღაც ნარკოტიკს უკავშირდება, უნდა მიეტანა” – თამთ ჯანჯაღავს ბრალს დღეს წარუდგენენ

,,50 ლარისთვისო, რაღაც ნარკოტიკს უკავშირდება, უნდა მიეტანა" - თამთ ჯანჯაღავს ბრალს დღეს წარუდგენენმომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ  თამთა ჯანჯღავას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ. მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯანჯღავასთან ერთად დაკავებულია ნათია თოფურიაც, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

,,კურიერის” ინფორმაციით, კონფლიქტი 50 ლარის ღირებულების ჯერჯერობით უცნობ ნივთს უკავშირდება. მომხდარის სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ მეზობლებიც.

“რაღაც 50 ლარის გულისთვისო, რაღაც ნარკოტიკს უკავშირდება, უნდა მიეტანა. მიაკითხეს იმ ბიჭს და ჩამოიყვანეს და მანქანაში მოხდაო,” – აცხადებს დაკავებულის ერთ-ერთი მეზობელი.

რუსთავი 2