ცოტნე გამსახურდია – ”მოსიე უელბეკს თუ ჰგონია, რომ ტუზემცებთან ჩამოეთრა ხინკლის საჭმელად, შეუძლია თავის გაზულუქებულ ევროპაში დაახვიოს!”

ცოტნე გამსახურდია - ”მოსიე უელბეკს თუ ჰგონია, რომ ტუზემცებთან ჩამოეთრა ხინკლის საჭმელად, შეუძლია თავის გაზულუქებულ ევროპაში დაახვიოს!”ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის, საქართველოში სტუმრობას ცოტნე გამსახურდია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

”მიშელ უელბეკმა – სტალინის ტომების გარდა, ქართველი ავტორების არაფერი წამიკითხავსო.

ათასხუთასწლოვანი ქართული ლიტერატურა გადაიტანს, რომ ვინმე უელბეკი არ იცნობს მას… რაც შეეხება ქართული ნაწარმოების თარგმნას, უცხო ენიდან მშობლიურზე უმჯობესია მშობლიური ენის მატარებელმა თარგმნოს, ანუ ქართველი ევროპულ ენებზე ვერ თარგმნის, ეს ევროპელმა უნდა გააკეთოს. საინტერესოა, სტალინის ტომებს რატომ კითხულობდა, მათი ლიტერატურული ღირებულებისა გამო თუ მსოფლიო რევოლუციის ადეპტი იყო ეს ჩემისა? ცოტნე გამსახურდია - ”მოსიე უელბეკს თუ ჰგონია, რომ ტუზემცებთან ჩამოეთრა ხინკლის საჭმელად, შეუძლია თავის გაზულუქებულ ევროპაში დაახვიოს!”😉

მსოფლიო პროგრესში, მათ შორის – ლიტერატურულში, ჩვენნაირი პატარა ერების წვლილი მიზერულია და ვერაფრით იქნება რაიმენაირად განმსაზღვრელი და გავლენიანი. მე ვიცი არაერთი ქართველი მწერალი, რომელიც მსოფლიოში უცნობია მხოლოდ იმიტომ, რომ მის ენაზე სამი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს და არაერთი გამოსირებული, რომელსაც უბრალოდ გაუმართლა რომ ხმელთაშუა ზღვის იქეთ დაიბადა და რაღაცებს წერს.

ასე რომ, ელემენტარული ტაქტის ამბავია აქ და მოსიე უელბეკს თუ ჰგონია, რომ ტუზემცებთან ჩამოეთრა ხინკლის საჭმელად, შეუძლია თავის გაზულუქებულ ევროპაში დაახვიოს!”