უნიკალური კადრები – ,,ბალკონზე გაიყვანეს თავშიშველი, თმაგაწეწილი აკაკი…” – ვიდეო

უნიკალური კადრები - ,,ბალკონზე გაიყვანეს თავშიშველი, თმაგაწეწილი აკაკი...” - ვიდეოსაქართველოს არქივში დაცულია უნიკალური კადრები, სადაც ჩანს ავადმყოფი აკაკი წერეთელი როგორ დასტირის ილია ჭავჭავაძის ცხედარს.

თედო ჟორდანია მოგონებებში წერს:

,,ილიას დამარხვის დღეს, როდესაც ზღვა-ხალხმა ილიას წმიდა გვამი გამოატარა იმ სახლთან, სადაც მაშინ ავადმყოფი აკაკი იწვა, გულდათუთქული აკაკი ლოგინიდამ წამოიწია: ცხედარი დამანახეთო.

ორმა მხლებელმა ხელი მოსჭიდეს ავადმყოფს და ბალკონზე გაიყვანეს თავშიშველი, თმაგაწეწილი აკაკი.

ეს ზღვა ხალხი შედგა, სმენად იქცა.

აკაკიმ თავზე ხელები შემოიკრა და შესჩივლა ცხედარს:

ეს რას ვხედავ? რათ მიღალატე, ძმაო: ერთ უღელში ვებით, ჭაპანს ერთად ვეწეოდით, ახლა უღლიდან თავი გამოგიშვია, მარტო დაგიგდივარ – გრცხვენოდეს! ახლა ცალიღა რის მაქნისი ვარ; რატო თან არ წამიყვანე? რად გამეყარე?”.

უნიკალური არქივი!აკაკი წერეთელმა განსვენებულ ილია ჭავჭავძეს გამოსათხავარი სიტყვით მიმართა…

Gepostet von ეროვნება-ქართველი am Donnerstag, 7. Juni 2018