სოფო ბედიას და მიშა მესხს საერთო შვილი ეყოლებათ

სოფო ბედიას და მიშა მესხს საერთო შვილი ეყოლებათსოფო ბედიას და მიშა მესხს საერთო შვილი ეყოლებათ. წყვილმა ეს ამბავი 25 ივნისს შეიტყო და სოფომ თავისი სიხარული ფეისბუქმეგობრებსაც გაუზიარა.

ჩვენ სოფოს და მიშას დავუკავშირდით.

სოფო:

– სულ რაღაც ხუთი წუთია ეს ამბავი გავიგეთ. მიშაც დაესწრო ექოსკოპიას. ბედნიერი და გახარებულები ვართ. რაც მთავარია ყველაფერი რიგზე მაქვს. დიდი მადლობა მოლოცვისთვის ყველას.

მიშა მესხი:

– მიშა, შენ ალბათ, როგორც უმეტესობას მამაკაცებისას ბიჭი გინდოდა…

– არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, გოგო მეყოლებოდა თუ ბიჭი. მართლა გულით ვამბობ. მეხუთე წელია მე და სოფო ერთად ვართ და ძალიან დიდი ნატვრა იყო, შვილი გვყოლოდა. ღმერთმა ეს საჩუქარი გაგვიკეთა და ახლა იმაზე ლაპარაკი, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, ნამდვილას მეასეხარისხოვანია. ხუთი გოგო რომ ეჩუქებინა ღმერთს, მადლობას ვეტყოდი, ხუთ ბიჭზეც იგივეს ვიზამ. უბედნიერესი ვარ.

პრაიმ ტაიმი