სოზარ სუბარმა ყოფილი პრემიერი გააკრიტიკა – ,,კომუნიკაციის და შეთამაშების ნაკლებობა იყო”

სოზარ სუბარმა ყოფილი პრემიერი გააკრიტიკა - ,,კომუნიკაციის და შეთამაშების ნაკლებობა იყო”სოზარ სუბარმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა და ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა.

-როგორც ჩანს, კომუნიკაციის და შეთამაშების ნაკლებობა იყო, რამაც გარკვეულ ეტაპზე უბრალოდ, გადახალისება მოითხოვა. ამის გარეშე დემოკრატია არ არსებობს და ეს ძალიან ნორმალური პროცესია, განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რისი განხილვაც საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე ხდებოდა, ის იყო, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების პოლიტიკის გატარება, რაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა, შესაძლებელი იყო, გაცილებით ადრე მომხდარიყო.

იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც გარეთ ძალიან ხშირად, ღიად გამოდიოდა. ის, რაც გარეთ გამოდიოდა, უფრო პარლამენტის შიგნით დებატები იყო, მაგრამ რაღაცნაირად, გუნდში გარკვეული განსხვავებული შეხედულებები გაჩნდა, რამაც ერთგვარად, ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაც განაპირობა, – განაცხადა სუბარმა.