“საბას გარდა ყველა მისი კონკურენტი ყავდათ გადაცემებში… როცა საბა იყო ლიდერი, გაჩნდა ზარებზე პრობლემები… ეს იყო დიდი უსამართლობა”

"საბას გარდა ყველა მისი კონკურენტი ყავდათ გადაცემებში... როცა საბა იყო ლიდერი, გაჩნდა ზარებზე პრობლემები... ეს იყო დიდი უსამართლობა"პროექტ “მხოლოდ ქართულის” მონაწილე საბა კემულარია, რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა, საერთოდ უსაჩუქროდ დარჩა. ავთანდილ კემულარიამ ამის შესახებ ფეისბუქში ასე დაწერა:

“საბას გარდა ყველა მისი კონკურენტი ყავდათ გადაცემებში, სოფოს სიმღერები დაასპონსორეს ფბ-ზე(ფული გადაიხადეს ამაში), რ-2-ის დირექტორიც აპიარებდა მას, საკუთარ ფბ-ზე.

პირველი სამი ტურის მერე როცა საბა იყო ლიდერი, გაჩნდა ზარებზე პრობლემები.

და ბოლოს მაინც მეორე ადგილოსანი, საერთოდ უსაჩუქროდ დატოვეს.

ცალკე სამიან და ოთხიანებზე, უსაფუძვლო ჩაძიებებზე რაღა ვთქვა? ეგ იგივეა, სარალიძის კარვებზე რომ გაახსენდათ კანონი და მისი შვილის მკვლელებზე არა.

ეს იყო დიდი უსამართლობა.

ეს საზოგადოება ძალიან შორსაა დემოკრატიისაგან, ეს საზოგადოება არის გაღმა და გამოღმა ქოცების.

და კიდევ ერთხელ, ფრედი მერკურის შესრულება, კინტაურს ვერ აქცევს ქართულად.
თუმცა ცხადია ყველას აქვს უფლება მოსწონდეს კინტაურიც და ფრედის ხმაც.
მაგრამ ასეთი უსამართლობა?”