როგორ გამოიყურება 69 წლის ალა პუგაჩოვა

როგორ გამოიყურება 69 წლის ალა პუგაჩოვარუსული  შოუბიზნესის პრიმადონა ალა პუგაჩოვა შესანიშნავ ფომაშია, ამიტომ კამერების წინ პოზირებასაც არ ერიდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ ფოტოზე ალა პუგაჩოვა ჯინსის შორტებით და კედებით არის.

ალა პუგაჩოვა 69 წლის არის. მას და მომღერალ მაქსიმ გალკინს ბედნიერი ოჯახი აქვთ. სამი წლის წინ მათ სუროგატმა დედამ შვილებიც, ტყუპები გაუჩინა.

-ორივეს მუსიკის ნიჭი აქვთ, ლიზა კარგად ცეკვავს, მათ საკუთარი პატარა როიალი აქვთ, რაზეც ხშირად უკრავენ, – უთხრა გალკინმა რუსულ გამოცემას და იქვე აღნიშნა, რომ, როცა ალა ტელევიზიით გამოდის, ის და შვილები მას ერთად უყურებენ.

მაქსიმ გალკინი ალა პუგაჩოვაზე 38 წლით უმცროსია, მაგრამ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ.