რატომ არ დაესწრო მეგან მარკლის მამა ქალიშვილის ქორწილს – ”ძალიან გული დამწყდა”

რატომ არ დაესწრო მეგან მარკლის მამა ქალიშვილის ქორწილს - ”ძალიან გული დამწყდა”მეგან მარკლის მამამ, ტომას მარკლმა ქორწილის შემდეგ პრესას პირველი ინტერვიუ მისცა. ის 19 მაისს, სამეფო ქორწილს გულის ოპერაციის გამო ვერ დაესწრო. ამის შესახებ BBC წერს.

სატელევიზიო ინტერვიუ სასექსის ჰერცოგინიას მამამ Good Morning Britain-ს მისცა და იმის შესახებ ისაუბრა, რომ გული ძალიან დასწყდა, რადგან მისი შვილის ქორწილს გამოაკლდა.

საუბრისას მან პრინც ჰარის მამას, პრინც ჩარლზს მადლობა გადაუხადა, რომ მისი ქალიშვილი საკურთხველთან მიიყვანა.

მეგან მარკლის მამამ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს უახლოეს მომავალში ესტუმრება და ქალიშვილის ახალ ოჯახს უფრო ახლოს გაიცნობს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ ტომას მარკლი სამეფო ქორწილს არ დაესწრებოდა.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს უინძორის სასახლეში გაიმართა. სამეფო ქორწილს წყვლის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები დაესწრნენ.

იმედინიუსი