რამდენიმე საათის წინ თბილისში მკვლელობა მოხდა

რამდენიმე საათის წინ თბილისში მკვლელობა მოხდარამდენიმე საათის წინ თბილისშიო მკვლელობა მოხდა. 34 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

დამნაშავე ამ დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების დროს დაზიანებები მასაც აქვს მიღებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსთავი 2