“პოლიციამ დააკავა გოგონები, რომლებმაც პიკასო დაჭრეს” – რას ამბობს ზურა ხაჩიძე

"პოლიციამ დააკავა გოგონები, რომლებმაც პიკასო დაჭრეს" - რას ამბობს ზურა ხაჩიძემომღერალ ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ის გოგო დაკავეს, რომელმაც მისი მეგობარი, ,,ქუჩის ბიჭების“ წევრო ირაკლი ნოზაძე დაჭრა. ხაჩიძე ამბობს, რომ ეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია. მისივე თქმით, პოლიციამ ირაკლი ნოზაძის სახლთან არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, რომლის დახმარებითაც, იმ ავტომობილის იდენტიფიცირება მოხდა, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ.

„ოპერაციამ, მადლობა ღმერთს, კარგად ჩაიარა. სასწრაფოს ექიმებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს და გადაგვარჩინა იმანაც, რომ ძალიან მალე მოხდა მისი გადმოყვანა საავადმყოფოში. შემდეგ უკვე ივაჟკაცეს ექიმებმა და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. იმედი გვაქვს, ხვალ უკვე უფრო უკეთესი სურათი იქნება მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დამნაშავეებს, ჩემი ინფორმაციით მე მგონი დაკავებულები არიან ორივენი. თუმცა, ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე გავიგე“, – განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დაჭირს მოტივი.

დაკავებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავე, შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი