“ოქროს ტალღა” – გიგი ადამაშვილი ანრი ჯოხაძეს 30.000 ხმით უგებს

"ოქროს ტალღა" - გიგი ადამაშვილი ანრი ჯოხაძეს 30.000 ხმით უგებსგრძელდება „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულების გამოვლენა.

„ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის საშუალებით 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონილაზე გამოვლინდება. ხმის მიცემა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი „ოქროს ტალღის“ საიტზე, 24 საათში ერთხელ ერთი შემსრულებლისთვის. ხმის მიცემა დაიხურება 24 ივნისს, ღამის 12 საათზე.

„ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში პირველ-მეორე ადგილს გიგი ადამაშვილი და ანრი ჯოხაძე იყოფენ:

1.გიგი ადამაშვილი – ქარი ქრის – 103078 ხმა
2.ანრი ჯოხაძე – ყველაფერი შეიძლება მოხდეს – 73891 ხმა.

კონკურსისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია შესული. როგორც იცით, ნიკოლოზ რაჭველი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გააფორმებს კონცერტს მუსიკალურად, მასთან ერთად მაყურებლის წინაშე არაერთი ქართველი ვარსკვლავი წარდგება. ღონისძიების სპეციალური სტუმარია ორი „გრემის“ მფლობელი ამერიკელი შემსრულებელი, ლიზა ფიშერი.

„ოქროს ტალღის“ მსვლელობისას, კომპეტენტური ჟიურის არჩევანის შესაბამისად, დასახელდებიან გამარჯვებულები 14 ნომინაციაში, მათ შორისაა მთავარი ნომინაციაც – წლის სიმღერა, რომლის მფლობელები სხვადასხვა დროს გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე და სტეფანე მღებრიშვილი.

წელს „ოქროს ტალღის“ საიუბილეო წელიწადია და მას ყველაზე მასშტაბური სახე მიეცემა.

მუზიკბოქსი