მიხეილ სააკაშვილი: ,,ნინო ბურჯანაძეს სერიოზულად არავინ ველაპარაკებოდით”

მიხეილ სააკაშვილი: ,,ნინო ბურჯანაძეს სერიოზულად არავინ ველაპარაკებოდით”საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული განაჩენი არის კომედია და სამართალზე დაცინვა.

,,ეს ე.წ განაჩენი ჩემ წინააღმდეგ ეფუძნება ნინო ბურჯანაძის მაშინდელი სპიკერის ჩვენებას. ბურჯანაძემ თქვა, რომ დავიბარე ჩემთან და გავანდე, რომ მე გავეცი გელაშვილის ცემის განკარგულება და მეტს აღარასდროს ვიზამდი.

ერთი წამით დაუშვით, რომ გავეცი ასეთი განკარგულება, რაც არის სრული სისულელე და აბსურდი, რა ნიშნით უნდა გამენდო ნინო ბურჯანაძისთვის, რომელსაც სერიოზულად არავინ ველაპარაკებოდით, არ ვენდობოდით და ეს ყველამ იცის, ვინც შიდა სამზარეულოში იყო ჩახედული.

საერთოდ რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ვინმესთვის. ეს ხომ არის კომედია სამართალზე და დაცინვა ყველაფერთან, რაც არის კანონთან დაკავშირებული.

მე უბრალოდ მიკვირს, რატომ არიან გაჩუმებულები არასამთავრობოები, ის ხალხი, ვისაც ევალება სამართლებრივი პროცესების დაკვირდვება რატომ არ იღებს ხმას პოლიტიკური სპექტრი?

აქ ხომ აზრთა სხვადასხვაობაზე არ არის საუბარი, საუბარია ყველანარი კანონის ფეხქვეშ გათელვაზე და ელემენტარული სამართლებრივი ნორმების სრულ უარყოფაზე.

ეს, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება, დარწმუნებული ვარ, ამ უსამართლობას გადავლახავთ, ჩვენ მოვიპოვებთ სამართალს და აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე არჩვენებში.

ივანიშვილი ვერ შეძლებს ამ მეთოდებით ქართველი ხალხის შეჩერებას. მე მინდა ყველას გაერთიანებისკენ, დარაზმვისკენ და ერთად ბრძოლისკენ ნივუწოდო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს”, აღნიშნავს სააკაშვილი.

ნიუპოსტი