ირინა შეიკი ქართველმა მამაკაცმა გია ჯი­ქი­ძემ აღმოაჩინა – ,,კარტოფილი მოგვყავდა, რომ თავი გვერჩინა”

ირინა შეიკი ქართველმა მამაკაცმა გია ჯი­ქი­ძემ აღმოაჩინა - ,,კარტოფილი მოგვყავდა, რომ თავი გვერჩინა”ირინა შეიკზე პლა­ნე­ტის ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ოც­ნე­ბობს. კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ახლა ის უკვე ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ბრედ­ლი კუ­პე­რის მე­უღ­ლე და შვი­ლის დე­დაა…

ცოტამ თუ იცის, რომ ის ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა,  მო­დის აგენ­ტმა გია ჯი­ქი­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამის შემ­დეგ უკვე მისი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ცხოვ­რე­ბა და ვარ­სკვლა­ვუ­რი კა­რი­ე­რა და­ი­წყო…

32 წლის ლა­მაზ­მან­მა თავისი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ჟურ­ნალ MAXIM-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

ირინა შეიკი:

-ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბო­დი ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­გან. ვი­ყა­ვი მა­ღა­ლი, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი და მუქი კა­ნის ფე­რის მქო­ნე გო­გო­ნა. მა­შინ მე ,,ჩუნ­გა-ჩან­გას” მე­ძახ­დნენ. მახ­სოვს, 14 წლის ასაკ­ში რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­ზე.

თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ ასე­თი სტი­ლის სა­მო­სი საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იყო. ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბა და მათი შე­ძე­ნის­თვის სა­ჭი­რო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩემს ოჯახს არ ჰქონ­და. ამი­ტომ, ჩემი ოც­ნე­ბის ასახ­დე­ნად, იცით, რა გა­ვა­კე­თე? ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 20 დღე მა­ლი­ა­რად ვი­მუ­შა­ვე და კედ­ლებს ვღე­ბავ­დი. ამით მე ჩემი სა­ნუკ­ვა­რი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის შე­სა­ძე­ნი თან­ხა გა­მო­ვი­მუ­შა­ვე.

ჩემი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლა­ში მუდ­მი­ვად მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით დავ­დი­ო­დი. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მე ძა­ლი­ან მომ­წონ­და.

ირინა შეიკი ქართველმა მამაკაცმა გია ჯი­ქი­ძემ აღმოაჩინა - ,,კარტოფილი მოგვყავდა, რომ თავი გვერჩინა”– გა­მო­დის, რომ მო­რი­გი ,,კონ­კია” ხართ სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი­დან?

– გინ­დათ, რომ კარ­ტო­ფი­ლის ამ­ბა­ვი კი­დევ ერთხელ მოვ­ყვე? კარ­გით. კი – ჩვენ ნამ­დვი­ლად სი­ღა­რი­ბე­ში ვცხოვ­რობ­დით. სკო­ლის შემ­დეგ მე და ჩემი და დე­დას ბა­ღის მოვ­ლა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით. მოგ­ვყავ­და კარ­ტო­ფი­ლი, კიტ­რი და პო­მი­დო­რი. ამ ყვე­ლა­ფერს გა­სარ­თო­ბად ან იმის­თვის კი არ ვა­კე­თებ­დით, რომ შემ­დეგ გაგ­ვე­ყი­და, არა­მედ იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხი გა­მოგ­ვეკ­ვე­ბა.

ერთხელ ჩემ­მა დამ, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო კოს­მე­ტი­კუ­რი ინ­დუსტრი­ით, მთხო­ვა, რომ გავ­ყო­ლო­დი მას სი­ლა­მა­ზის სკო­ლა­ში. ისე მოხ­და, რომ იქ მე ჩე­ლი­ა­ბინ­სკის სი­ლა­მა­ზის კონ­კურს ,,სუ­პერ­მო­დელ-2004″-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მე გა­ვი­მარ­ჯვე და სწო­რედ იქ შე­მამ­ჩნია ლე­გენ­და­რულ­მა რუს­მა სკა­უტ­მა გია ჯი­ქი­ძემ (მო­დის აგენ­ტი).

ერთი წლის შემ­დეგ მე უკვე პა­რიზ­ში გა­ვემ­გზავ­რე. პრინ­ციპ­ში, უნდა ით­ქვას, რომ მე სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა, ამ ინ­დუსტრი­ა­ში საკ­მა­ოდ გვი­ან, 19 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. თა­ვი­დან მე მი­მი­ღეს რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი, გარ­და რუ­სი­სა. თვლიდ­ნენ, რომ ვი­ყა­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა იტა­ლი­ი­დან, ბრა­ზი­ლი­ი­დან ან ეს­პა­ნე­თი­დან.

ირინა შეიკი ქართველმა მამაკაცმა გია ჯი­ქი­ძემ აღმოაჩინა - ,,კარტოფილი მოგვყავდა, რომ თავი გვერჩინა”– არა­ უ­შავს. სა­მა­გი­ე­როდ, ახლა ყვე­ლამ იცის თქვენ შე­სა­ხებ. არის თუ არა თქვენ­ში ისე­თი, თუნ­დაც ფა­რუ­ლი ნიჭი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რმა არ იცის?

– სა­ნამ მო­დე­ლი გავ­ხდე­ბო­დი,  7 წელი და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მუ­სი­კით. დე­და­ჩე­მი მუ­სი­კის პე­და­გო­გია, ამი­ტომ მე პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვუკ­რავ­დი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. ეს სა­უ­კე­თე­სო გზაა თუნ­დაც მო­დუ­ნე­ბის­თვის, სი­ა­მოვ­ნე­ის­თვის. გო­გო­ნებს ძა­ლი­ან უხ­დე­ბათ მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა.

მე ახ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ბე­თჰო­ვე­ნის ,,მთვა­რის სო­ნა­ტა”. ნო­ტე­ბის წა­კი­თხვა ჯერ კი­დევ მახ­სოვს, თუმ­ცა ამ მხრივ ბევ­რი პრაქ­ტი­კაა სა­ჭი­რო. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, რო­დე­საც აღარ უკ­რავ, თი­თებს უკვე ავი­წყდე­ბათ, რა უნდა აკე­თონ და რო­მელ კლა­ვიშს და­აწ­ვენ.

– ანუ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ გახ­დე­ბო­დით მო­დე­ლი, შე­საძ­ლოა, მოხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვით კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში?

– ზო­გა­დად მე ძა­ლი­ან მსურ­და გავმხდა­რი­ყა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი. თუმ­ცა, რა სფე­რო­შიც ან რა­დაც უნდა თავი წარ­მო­მედ­გი­ნა, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ დავ­ტო­ვებ­დი ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს. ვგრძნობ­დი, რომ ეს ჩემი ბე­დის­წე­რა იყო. რო­დე­საც მე იქი­დან წა­მო­ვე­დი, სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი, რომ აღა­რას­დროს დავ­ბრუნ­დე­ბო­დი უკან ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით. ამ შე­მარ­თე­ბამ ძალ­ზედ შე­მი­წყო ხელი მუ­შა­ო­ბა­ში. ამი­ტომ, უნდა ით­ქვას, რომ მე სა­მო­დე­ლო ბიზ­ნესს ისე ვე­კი­დე­ბი, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ დატ­ვირ­თულ სამ­სა­ხურს.

ბევ­რი მო­დე­ლი ტი­რის და აცხა­დე­ბენ, რომ გა­ნიც­დი­ან ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბას. სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რას და რამ­დენს მი­ირ­თმე­ვენ ლანჩზე, ან რამ­დე­ნი კად­რი გა­და­უ­ღეს. ამ ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნის შემ­დეგ შე­საძ­ლოა, თა­ვის მოკ­ვლაც მო­გინ­დეს.

მე ამ ბიზ­ნესს აღ­ვიქ­ვამ რო­გორც სამ­სა­ხურს: და­ას­რუ­ლე მუ­შა­ო­ბა? და­ი­ვი­წყე მის შე­სა­ხებ! ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰობი არაა. თუ მე ვი­ღებ 20 ათას დო­ლარს, მე უკვე აღარ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ ,,ოჰ, წა­ვალ ახლა და დავ­ხარ­ჯავ ამ ფულს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ფეხ­საც­მელ­ში”. ნამ­დვი­ლად, სამ­სა­ხურ­ში ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნა­წი­ლი, ფი­ნან­სუ­რი მხა­რეა. ასე­ვე, ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამ ნა­წილს თან სდევს.

– მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბა და დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი… რო­დის ახერ­ხებთ ან რო­გორ ის­ვე­ნებთ?

– კვი­რა­ში ერთხელ დავ­დი­ვარ სა­უ­ნა­ში. ნიუ-იორკში შე­სა­ნიშ­ნა­ვი რუ­სუ­ლი სა­უ­ნა მდე­ბა­რე­ობს. ის არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა­ში მეხ­მა­რე­ბა, არა­მედ მშობ­ლი­ურ რუ­სეთ­საც მახ­სე­ნებს. ასე­ვე, ხში­რად ვუ­ყუ­რებ ვუდი ალე­ნის ფილ­მებს, მიყ­ვარს მუ­რა­კა­მის და დოს­ტო­ევ­სკის წა­კი­თხვა. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს წიგ­ნე­ბი რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ.

ირინა შეიკი ქართველმა მამაკაცმა გია ჯი­ქი­ძემ აღმოაჩინა - ,,კარტოფილი მოგვყავდა, რომ თავი გვერჩინა”– თქვე­ნი კი­ნო­რო­ლი ფილმ ,,ჰერ­კუ­ლეს­ში”, სა­დაც მთა­ვა­რი გმი­რის მე­უღ­ლეს ასა­ხი­ე­რებთ, თქვენ­თვის საკ­მა­რი­სად ის­ტო­რი­უ­ლია?

– რა თქმა უნდა. ეს ხომ ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­აა. ყვე­ლა კი­ნოს­ცე­ნარ­ში, რო­მელ­საც მე მიგ­ზავ­ნი­ან, რა­ტომ­ღაც ისე ხდე­ბა, რომ მი­მა­კუთ­ვნე­ბენ სტრიპ­ტი­ზი­ო­რის ან ბარ­მე­ნის როლს. არა, რა თქმა უნდა, ჩემ­გან კარ­გი ბარ­მე­ნი ან სტრიპ­ტი­ზი­ო­რი დად­გე­ბო­და, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე მა­ინც ალ­ბათ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი. ირი­ნა ხომ ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია, შე­საძ­ლოა, ეს ერ­თგვა­რი ბე­დის­წე­რა­ცაა…

ამბები.ჯი. ავტორი ლექ­სო ბე­ქა­ურ­ი (ფოტოებზე: ქმართან ერთად და კადრი ფილმიდან ,,ჰერკულესი”)