,,თბილისის სკოლებში ტუბერკულოზის ჩხირი აღმოაჩინეს” – გუჯა ბურდულის ქალიშვილი ხვალ გვირილობას ატარებს

,,თბილისის სკოლებში ტუბერკულოზის ჩხირი აღმოაჩინეს" - გუჯა ბურდულის ქალიშვილი ხვალ გვირილობას ატარებსმსახიობ გუჯა ბურდულის შვილმა, მაია ბურდულმა თბილისის მერს კახი კალაძეს მისწერა წერილი, რომელშიც ნათქვამია:
“მოქალაქე კინო-დოკუმენტალისტი მაია ბურდული მოგესალმებით, რამდენიმე წელია ვახორციელებ საკუთარი ფინანსებით ღონისძიებას სახელწოდებით ‘‘გვირილობა’’, სადაც თბილისის მოქალაქეებსა და მის სტუმრებს ვახსენებ, რომ რაც ჰომოსაპიენსი არსებობს ეს დაავადება ყოველთვის თან ახლავს მას, ტუბერკულოზი ვერაგი დაავადება, რომელიც რთულად განკურნებადია.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ცდილობენ გამოიგონონ საშუალება მის დასამარცხებლად, კოხის ჩხირი მუტაციას განიცდის და ახალ თავსატეხს უჩენს მედიცინას. ბოლო ხანებში, თბილისის სკოლებში აღმოაჩინეს ტუბერკულოზის ჩხირი. ტუბერკულოზის ცენტრის ექიმებისა და შპს კლინიკა ‘‘ოჯახის მკურნალის’’ მხარდაჭერით, ‘‘სანიტარულ თეატრთან’’ ერთად ვცდილობ საზოგადოებას განვუმარტოთ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი კოხის ჩხირისგან.
ამ პროექტს საუკუნოვანი ისტორია აქვს, 1908 წელს, გერმანიაში გადაწყდა ტუბერკულოზის საერთაშორისო დღის დაარსება და გვირილა იქცა ამ დღის სიმბოლოდ, (შეგახსენებთ, რომ საქართველო-გერმანიის 200 წლიანი მეგობრობის საიუბილეო წელია.)
1911 წელს ბასილ ამაშუკელმა შექმნა თავისი პირველი ფილმი ‘‘გვირილობა’’, რომელიც საზოგადოებას უყვებოდა ამ დაავადების შესახებ და მის პრევენციულ ზომებზე, ფილმი დღეს დაკარგულად ითვლება.
ფილმი ‘‘გვირილობის’’ პრემიერის დღეს, 17ივნისს, კვირას გაიმართება ჩემს მიერ აღდგენილი ღონისძიება, სადაც სხვადასხვა ქართული ნაციონალური და სამეჯლისო საბავშვო კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას. ტრადიციისმაბერ დავარიგებთ გვირილებს, ექიმები განუმარტავენ ტუბერკულოზის გამომწვევ მიზეზებს, სურვილისამებრ დაახატავენ გვირილებს ხელზე, ჩატარდება კონკურსები: ‘‘ყველაზე ლამაზად დახატული გვირილა’’, ‘‘გვირილასთან ყველაზე ლამაზი ფოტო’’, ასევე შეჯიბრი ‘‘გვირილებისგან გვირგვინის შემნაში’’, ’ჰიმნად გამოყენებული იქნება ინოლა გურგულიას სიმღერა ‘‘თეთრი გვირილა’’.
გთხოვთ, ნება დაგვრთოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბაღში, დილის 10 საათიდან შუა დღის 3 საათამდე ღონისძიების ჩატარების.
თქვენი მონა-მორჩილი, კინო-დოკუმენტალისტი მაია ბურდული.”