თამთა ჯანჯღავას ადვოკატი: ,,მას ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს”

თამთა ჯანჯღავას ადვოკატი: ,,მას ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს”მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარდა.
-შესაძლოა, მკურნალობის დროს ადამიანმა მოიხმაროს ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის დანიშნულებით, უბრალოდ ამით სახელმწიფო ბრალდება არ დაინტერესებულა.

ჯანჯღავას დღეის მდგომარეობით ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს, რაზეც საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

დანაშაულის მოხდენისას ის არ იყო ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ… გასაჩივრების საკითხს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ, – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.
საქმის პროკურორის განცხადებით, ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეში ბრალდებულებს, ჯანჯღავას და თოფურიას, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ.
სასმართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პირველი რადიო