ზაზა სარალიძე შსს-ს: ,,თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ, მკვდარი მეორედ აღარ კვდება”

ზაზა სარალიძე შსს-ს: ,,თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ, მკვდარი მეორედ აღარ კვდება"ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ფეისბუქში წერს:

,,შს მინისტრის მოადგილე ქალბატონი მეზვრიშვილი ადანაშაულებს მოსამართლე ქალბატონ ეკა არეშიძეს, რომ მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა. ამავდროულად ამტკიცებს მეზვრიშვილი, რომ ჩემი შვილი ერთმა ბავშვმა მოკლა. ფაქტია, შსს-ც მეუბნება,

ჩვენ სისტემა ვართ და შეგვეშვი, თუ არა – გაგანადგურებო.

მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს და ყველა ძალოვან სტრუქტურას კიდევ ერთი გაფრთხილებისთვის. მაგრამ მინდა,  შეგახსენოთ, 2017 წლის 1 დეკემბერს სადისტურად მოკლეს ჩემი შვილი და მასთან ერთად მეც. თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ, მკვდარი მეორედ აღარ კვდებააა”.