ზაზა სარალიძე: ,,დაუყოვნებლივ დაკითხეთ ზვიად კუპრავა!”

ზაზა სარალიძე: ,,დაუყოვნებლივ დაკითხეთ ზვიად კუპრავა!"თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ფეისბუქით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

,,შსს-ს საყურადღებოდ!
არაფრის მომცემ მოწმეებს რომ დაერიეთ და თქვენთვის სასარგებლო ხალხს რომ დაათრევთ დასაკითხად.
დაუყონებლივ დაკითხეთ ზვიად კუპრავა. დავიჯერო, არ გაინტერესებთ, რა ინფორმაციებს ფლობს 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე ხორავას ტრაგედიაზე.
თუ მართლა გეშინიათ მისი ინფორმაციის?”.