,,ვაიმე, დავიღუპეთო, იყვირა მძღოლმა” – რას ყვება მოსწავლე გომბორზე დატრიალებულ ტრაგედიაზე

,,ვაიმე, დავიღუპეთო, იყვირა მძღოლმა" - რას ყვება მოსწავლე გომბორზე დატრიალებულ ტრაგედიაზე9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ექსკურსიაზე წასული მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ. დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი.

,,ნიუსონლაინს” სამარშრუტო ტაქსში მჯდომი მოსწავლე  ავარიის დეტალებს მოუყვა:

„მოსახვევში, ,,მარშუტკაში” რომ ვისხედით, მუხრუჭს რომ აწვებოდა, მუხრუჭი ჩავარდა თუ გაფუჭდა, არ ვიცი, მაგრამ ვაიმე, დავიღუპეთო, რომ იყვირა მძღოლმა, ყველანი ავყვირდით.

მერე სამი ბრუნი გააკეთა, პირველ ბრუნზე მე და დედაჩემი იქ ვიყავით, მეორე ბრუნზე ფანჯრიდან გვისროლა, ფანჯრები სულ ჩაიმტვრა. მესამე ბრუნიც გააკეთა, სამი მშობელი მოკვდა და ერთი ბავშვი“.