ემბერ ჰარდი – ჰოლივუდის საბედისწერო ქალი – ,,ჩვენი სიყვარული ვნებით იყო გაჯერებული, თუმცა პერიოდულად არასტაბილური”

ემბერ ჰარდი - ჰოლივუდის საბედისწერო ქალი - ,,ჩვენი სიყვარული ვნებით იყო გაჯერებული, თუმცა პერიოდულად არასტაბილური"ამერიკელი მსახიობისა და მოდელის, ემბერ ჰარდის, კარიერა ეპიზოდური როლების შესრულებით დაიწყო. მის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, სანამ საყოველთაო ყურადღების ცენტრში არ მოექცა, როცა მსახიობ ჯონი დეპთან მისმა რომანმა მსოფლიო მასმედია შეძრა. ემბერისა და ჯონის რომანს ქორწინება მოჰყვა, მაგრამ მალევე ეს ქორწინება ცემა-ტყეპით დამთავრდა და ისინი გაიყარნენ.

ახლახან ემბერ ჰარდი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა ცნობილი გახდა, რომ რომანი გააჩაღა ჰოლივუდის ვარსკვლავ ჩენინგ ტატუმთან.

მინი დოსიე

სრული სახელი და გვარი: ემბერ ლაურა ჰარდი.

დაბადების ადგილი და თარიღი: ოსტინი, ტექსასის შტატი, 1986 წლის 22 აპრილი.

სიმაღლე: 1,7 მეტრი.

ჰობი: ყვინთვა, კლდეზე ცოცვა და ცურვა.

მეუღლე: ჯონი დეპი (2015-2017 წ.წ.).

ადრეული წლები: ემბერ ჰარდი ფერმაში გაიზარდა და ხშირად უწევდა მამაკაცური საქმის კეთება, მათ შორის, იარაღის ხმარება. ხშირად ამბობს, რომ მისი სუსტი წერტილი იარაღი და მანქანებია. დღეს ემბერს იარაღის უნიკალური კოლექცია აქვს.ემბერის დედა, პეიჯი, ინტერნეტ მკვლევარი გახლავთ, ხოლო მამა მშენებელია. ჰყავს ორი და, რომლებთანაც საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვს.

ემბერმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა და ნიუ იორკში სამოდელო კარიერის შესაქმნელად გაეგზავრა. შემდეგ ლოს ანჯელეში გადაბარგდა, რათა მსახიობი გამხდარიყო. ხშირად უწევდა სატელევიზიო შოუებსა თუ კინოში პატარა სცენებში მონაწილეობა. პირველი როლი 17 წლის ასაკში ფილმში “დიდების სხივებქვეშ” მიიღო. 2005 წელს კი მონაწილეობდა “ოსკარის” ერთ-ერთ ნომინაციაზე წარდგენილ ფილმში “ჩრდილოეთის ქვეყანა”, რომელშიც ახალგაზრდა შარლიზ ტერონი განასახიერა.

საინტერესო ინფორმაცია: 2010 წლის დეკემბერში ემბერმა გეებისა და ლესბოსელების ორგანიზაციის 25-ე დაბადების დღეზე თამამი განცხადება გააკეთა საკუთარი ორიენტაციის შესახებ და პარტნიორის ვინაობაც გაამხილა. აღმოჩნდა, რომ მას დიდიხნის ურთიერთობა აკავშირებდა მისსავე სქესის წარმომადგენელთან, ფოტოგრაფ ტასია ვან რესთან და ამ ყოველივეზე საჯაროდ ისაუბრა. რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ გამოცემასთან მსახიობმა განაცხადა, რომ ცხოვრებაში არაფერს ნანობს:

– არ მინდა, ყველაფერი ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ვიმალები. ჩემი საქციელის არც ადრე მრცხვენოდა და არც ახლა.

გაგიკვირდებათ და, ემბერი სერთიფიცირებული მაშველია, თავისუფლად ლაპარაკობს ესპანურად, აქვს იარაღისა და კლასიკური მანქანების კოლექცია.

ემბერ ჰარდი - ჰოლივუდის საბედისწერო ქალი - ,,ჩვენი სიყვარული ვნებით იყო გაჯერებული, თუმცა პერიოდულად არასტაბილური"პირადი ცხოვრება: ემბერ ჰარდმა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი 2011 წელს ფილმ “რომაული დღიურის” გადაღებაზე გაიცნო. არავის ეგონა, თუ ისინი ერთმანეთს დაუახლოვდებოდნენ, მაგრამ… დეპმა ახალი სიყვარულის გულისთვის თავისი ორი შვილის დედა, ვანესა პარადი, მიატოვა.

2015 წლის დასაწყისში ჰოლივუდის ვარსვლავები დაინიშნენ, ხოლო ორი თვის შემდეგ დაქორწინდნენ. ცერემონიალი ჯონის კუნძულზე ჩატარდა, გამორჩეული სტუმრების წრეში. 2017 წლის 13 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი გაიყარნენ. დაშორების მიზეზად წყვილს შორის გადაულახავი ურთიერთწინააღმდეგობა დასახელდა.

ქორწინებიდან ცოტა ხანში ემბერ ჰარდმა ქმარი ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჯონიმ მას აიფონი სახეში ჩაარტყა და მთელი სახლი თავდაყირა დააყენა. ემბერი მაშინ ქმარს უჩიოდა და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ცემის ამსახველ კადრებსაც გამოაქვეყნებდა. ჯონი დეპი მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტს დღემდე უარყოფს.

დადებული შეთანხმების მიხედვით, ჯონი ემბერს 7 მილიონ დოლარს გადაუხდის, რომლიდანაც 200 000 დოლარი უკვე გადაურიცხა, დარჩენილს კი 2018 წლის 1 ნოემბრამდე გადაიხდის. გარდა ამ თანხისა, ემბერს დარჩა ძაღლი, ცხენი, 2015 წლის ავტომობილი “რენჯროვერი” და 1968 წელს გამოშვებული “ფორდ მუსტანგი”.

მოგვიანებით ჰარდმა ყოფილ ქმართან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

ჩვენი ურთიერთობა არ იყო ჩემი პროფესიული ცხოვრების ნაწილი. მინდა, ვიყო მსახიობი და არა – ცნობილი ადამიანი. ჩვენი სიყვარული ვნებით იყო გაჯერებული, თუმცა პერიოდულად არასტაბილური. არც ერთ მხარეს წაუყენებია უსაფუძვლო ბრალდებები სარგებლის ნახვის მიზნით. განქორწინების შედეგად მიღებულ მთელ ფულს ქველმოქმედებას მოვახმარ.

ემბერ ჰარდმა ჰოლივუდში გულთამპყრობელის სტატუსი დაიმკვიდრა. პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცთან, ჯონი დეპთან, ურთიერთობის შემდეგ ბევრის გული დაიპყრო, ემბერ ჰარდი - ჰოლივუდის საბედისწერო ქალი - ,,ჩვენი სიყვარული ვნებით იყო გაჯერებული, თუმცა პერიოდულად არასტაბილური"მათ შორის, ცნობილი ბიზნესმენისა და მილიარდერის, ილონ მასკის, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ ემბერი მთელი გულით უყვარდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ მის გვერდით ყოფილიყო. ის არასდროს აქცევდა ყურადღებას, თუ რას ლაპარაკობდნენ ლამაზმანზე. მასკის მეგობრები კი ამ კავშირს ეჭვის თვალით უყურებდნენ და აცხადებდნენ, რომ ჰარდი, როგორც ჯონი დეპის შემთხვევაში მოხდა, ილონსაც ფულს გამოსძალავდა და მიატოვებდა.

მართლაც, წყვილი მალევე დაშორდა, მიზეზად კი დატვირთული სამუშაო გრაფიკი დასახელდა. იმ პერიოდში ემბერი “აქვამენის” გადაღებებით იყო დაკავებული, რომელიც ავსტრალიაში მიმდინარეობდა.

დაშორების შესახებ ილონ მასკმა “ინსტაგრამზე” შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მინდა, ბოლო დროს პრესაში გავრცელებული ხმაური შევაჩერო. განვმარტავ, რომ მე და ემბერი ერთად აღარ ვართ. ერთმანეთისგან მოშორებით ყოფნისას სიყვარული რთულია. ემბერი თვითონ დამშორდა, მე შეყვარებული ვიყავი და ამან გული მატკინა.

დაშორების შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი, შემდეგ კი მივხვდი, რომ ასე აღარ შეიძლებოდა. რამდენიმე ქილა “რედ ბული” დავლიე და პოზიტიურ ადამიანებთან ერთად გართობა დავიწყე”, – დაწერა მილიარდერმა.

ემბერ ჰარდი - ჰოლივუდის საბედისწერო ქალი - ,,ჩვენი სიყვარული ვნებით იყო გაჯერებული, თუმცა პერიოდულად არასტაბილური"ახლახან დასავლურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა ემბერ ჰარდისა და ჩენინგ ტატუმის რომანის შესახებ. “ინსაიდერის” ინფორმაციით, ახალგანქორწინებული 37 წლის ტატუმი მოხიბლულია 31 წლის ჰარდით, რომელიც ფილმის, “სუპერ მაიკის”, გადაღებებზე გაიცნო. ტაბლოიდების ინფორმაციით, ურთიერთობის ინიციატორი ემბერია, რომელმაც, როგორც კი გაიგო, რომ ტატუმის ოჯახი დანგრევის პირას იყო, აქტიურობა დაიწყო.

ემბერ ჰარდმა კარგად იცის საკუთარი გარეგნობის ფასი და წითელ ხალიჩაზე ხაზს უსვამს მიმზიდველ სხეულს და კაბებსაც გემოვნებით არჩევს.

31 წლის მსახიობს სილამაზის 4 საიდუმლო აქვს: სახელდახელო ვარცხნილობა, მაცდური მზერა, წითელი პომადა და კანის ბუნებრივი ფერი. მსახიობი გამუდმებით კარგ ფორმაშია, რასაც იმას მიაწერს, რომ სადილს თავად იმზადებს.

მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და საჭმლის მომზადება. ყოველთვის დაბალკალორიულ კერძებს ვამზადებ. გარდა ამისა, კვირაში 90 საათს ვმუშაობ, სწორედ ასე ვახერხებ ფორმის შენარჩუნებას. რაც შეხება სახის მოვლას, გადაღებების გამო გამუდმებით მაკიაჟის ტარება მიწევს, ამიტომ უკვე წლებია, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებს ვიყენებ, – ამბობს ემბერ ჰარდი.

სარკისთვის მოამზადა თათია ბოჭორიძემ