გიორგი ჩიქოვანი: ”ნოდიკო ტატიშვილს მარიამ გერლიანისთვის არ უნდა ეკოცნა” – რატომ დაშორდა მომღერალი შეყვარებულს

გიორგი ჩიქოვანი: ”ნოდიკო ტატიშვილს მარიამ გერლიანისთვის არ უნდა ეკოცნა” - რატომ დაშორდა მომღერალი შეყვარებულსმომღერლების, ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის, ერთობლივი კლიპი შეყვარებულების დაშორების მიზეზი გახდა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხმები გავრცელდა.

საქმე ის არის, რომ ნოდიკო ტატიშვილმა მოდელი მარიამ გერლიანი, რომელიც კლიპში მონაწილეობს, ერთ-ერთ შოუში თავის შეყვარებულად გამოაცხადა, მერე კი მათ ყველას დასანახად ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. იმ პერიოდში მარიამი და მომღერალი გიორგი ჩიქოვანი შეყვარებულები იყვნენ. ფაქტია, რომ ამ გადაცემის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და იყო თუ არა ამის მიზეზი ნოდიკო ტატიშვილი, ამის შესახებ თავად გიორგი გვეტყვის.

გიორგი ჩიქოვანი ქართველმა საზოგადოებამ მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო. პირველი იყო “ნუცას სკოლა”, სადაც გაიმარჯვა, პირველ ადგილზე გავიდა. მერე იყო “ახალი ხმა” და “ორი ვარსკვლავი”. შემდეგ კი ბედი უკრაინულ “იქს ფაქტორში” სცადა, სადაც საპრიზო ადგილი – ვერა, მაგრამ უამრავი ადამიანისგან სიმპათია დაიმსახურა.

გიორგი ჩიქოვანი: ”ნოდიკო ტატიშვილს მარიამ გერლიანისთვის არ უნდა ეკოცნა” - რატომ დაშორდა მომღერალი შეყვარებულს– გიორგი, გავრცელდა ხმა, რომ თქვენ და მარიამ გერლიანი ერთმანეთს ნოდიკო ტატიშვილის გამო დაშორდით. ამბობენ, შეყვარებულს არ აპატიეთ, რომ მომღერალს აკოცა. თქვენს ურთიერთობაზე მართლა ამან მოახდინა გავლენა?

– არანაირად. სხვათა შორის, ამბობდნენ, რომ ამაზე “გავჭედე”, მაგრამ ასე არ ყოფილა. მარიამი მსახიობია და გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ერთადერთი, რაც არ მესიამოვნა და ვუთხარი კიდეც, გადაცემაში არ იყო ლამაზი თუნდაც კოცნის ფაქტი. კლიპში და კინოში გასაგებია, მაგრამ გადაცემაში ძალიან იაფფასიანი პიარი იყო…

კი, იყო ჭორები… იცით, რაზე მეცინება ხოლმე? როდესაც ადამიანები ტელევიზიით გამოდიან და იმ გოგოებს, რომლებიც იმ პერიოდში ჩემი შეყვარებულები არიან, თავიანთ შეყვარებულებად ასაღებენ. ასეთი რამდენიმე ფაქტი იყო. არადა ნახევარმა თბილისმა იცოდა, რომ ის გოგოები ჩემთან იყვნენ და ყველგან ერთად დავდიოდით. ვინც ასეთ ტყუილს ამტკიცებს ტელევიზიით, მგონი, მასზე ეს ძალიან ცუდად მოქმედებს.

– დიდი ხანი არ არის, რაც მარიამს დაშორდით და, როგორც გავიგეთ, უკვე ახალი შეყვარებული გყავთ. მართალია?

– საკმაოდ ცვალებადი ვარ და პარტნიორებს ხშირად ვიცვლი. რამდენიმე თვეა, რაც ურთიერთობა დავიწყეთ, მუსიკალურ სტუდიაში გავიცანით ერთმანეთი, სადაც ის მუშაობდა. თურმე მანამდეც ვიცნობდი, უბრალოდ არ მახსოვდა.

ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა, მაგრამ სიმპათია ერთი შეხედვით ჩნდება. ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გაგვიჩნდა და ეს შემდეგ სხვა ურთიერთობაში გადაიზარდა.

– ყოფილ შეყვარებულთან აღარ გაქვთ კონტაქტი?

– მიუხედავად იმისა, რომ მე და მარიამი დავშორდით, ვმეგობრობთ. ერთ-ერთი კლიპის გადაღებაზე გამომყვა კიდეც, ჩემი ვიზაჟისტი იყო – ასეთ საკითხებში კარგად ერკვევა. რამდენიმე თვეა, რაც დავშორდით.

– მარიამი პოპულარული მოდელია, კლიპებში იღებენ. ახალი შეყვარებულიც ცნობილი სახე ხომ არ არის?

– საკმაოდ წარმატებულია თავის პროფესიაში, თუმცა ჯერ ხალხი არ იცნობს. ვფიქრობ, მალე პოპულარულიც გახდება. ძირითადად ბიზნესით არის დაკავებული.

– რესტორანში მღერით, კარაოკე კლუბებში გამოდიხართ, საღამოები მიგყავთ, ანუ საქმეს ფაქტობრივად ღამით იწყებთ. ეს რეჟიმი თქვენს ურთიერთობას ხომ არ აზარალებს?

– ჩემი სამსახური ღამით იწყება, მისი – დღისით, ამიტომ რთულია დროის სწორად შერჩევა. ახლა რაღაცნაირად დავლაგდებით, მეც ვაპირებ რეჟიმის შეცვლას.

– ხასიათებით ეწყობით ერთმანეთს?

– სხვათა შორის, ხასიათებით ერთმანეთს ვგავართ. მე არ მიყვარს ერთფეროვნება და ისიც ჩემსავით არის. ერთიერთობაში ცეცხლი და მრავალფეროვნებაა საჭირო. ბევრ საკითხში ერთნაირები ვართ. წინასწარ არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი, მაგრამ მართლა ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

– ისე საუბრობთ, მგონი, მასთან დაკავშირებით დიდი გეგმებიც გაქვთ…

– დიახ, გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერს ვიტყვი. ტრადიციულად არ ვაზროვნებ, ვფიქრობ, რომ ჯერ კარგად უნდა გავიცნო და სხვა ეტაპზე მერე გადავიდე. საქართველოში პირიქით ხდება ხოლმე, ჯერ ცოლად მოჰყავთ და მერე გაიცნობენ. ადამიანს კაფეში ყავის დალევით ვერ გაიცნობ. უნდა ნახო, როგორია ოჯახში, ჭირში, ლხინში და მერე იფიქრო, არის თუ არა ის, ვინც მთელი ცხოვრება გვერდით უნდა გყავდეს.

– ურთიერთობაში დამთმობი ხართ?

– ადამიანების გაგება არ მიჭირს. შეიძლება ისეთთან დამინახოთ, რომ გაგიკვირდეთ, მასთან რატომ მეგობრობსო, თუმცა პირადი სულ სხვაა. ამ შემთხვევაში ცოტა რთული ვარ, მით უმეტეს, ჩემს სფეროში რომ არ არის ადამიანი, შესაძლოა, ვერ გამიგოს თუ ჩემსავით არ უქრის თავში.

– სცენაზე დგახართ და, ბუნებრივია, ყურადღების ცენტრშიც ექცევით. შეყვარებული ხომ არ ეჭვიანობს?

– ეჭვიანობა ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, ცოტათი მეც ვარ ეჭვიანი. რაღაცაზე შეიძლება ნერვები მომეშალოს და “გავჭედო”. მაგალითად, ვიღაც რომ მიაშტერდება და თვალს არ აშორებს ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს, შეიძლება ამან ისე გამომიყვანოს მდგომარეობიდან, რომ რაღაც ვესროლო.

მეც შეიძლება ინსტინქტურად ვიღაცას გავხედო, მაგრამ ყველაფერს თავისი ფარგლები აქვს. სულ რომ მარტო იყოს გოგო, მიშტერება მაშინაც არ არის ლამაზი და, მით უმეტეს, როცა მამაკაცთან ერთად ზის.

– როგორც ვხვდები, ფეთქებადი ხასიათი გაქვთ.

– საკმაოდ ცნობილი ამბავია ჩემი ფეთქებადი ხასიათი. თუ გავბრაზდი და ვიფეთქე, რაღაც პერიოდი არავინ უნდა დამეკონტაქტოს. რომ დავმშვიდდები, ყველაფერი გადამივლის ხოლმე, გულში არაფერს ვიდებ. ჩემს სათქმელს გაბრაზებული ხმამაღლა ვიტყვი და იქ ვამთავრებ. რაღაც პატარაც რომ მეწყინოს, მირჩევნია, იმ მომენტში ვთქვა, ვიდრე წყენა დამრჩეს.

ჩემი აზრით, პატარ-პატარა წყენები როცა რჩება, მერე დიდ წყენაში გადადის. ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როდესაც რაღაც ვიცი და ვიღაც საპირისპიროს მიმტკიცებს, ამ დროს შეიძლება რაღაც ვესროლო, იმდენად გამოვდივარ მდგომარეობიდან.

ნანუკა ოტიაშვილი, სარკე