გიორგი გაგნიძის ამონასრო ლა სკალაში და სიმონ ბოკანეგრა თბილისის ოპერაში – ,,მის ხმაში იგრძნობა სხვადასხვა ფერი, საოცარი არტისტიზმი” – ვიდეო

გიორგი გაგნიძის ამონასრო ლა სკალაში და სიმონ ბოკანეგრა თბილისის ოპერაში - ,,მის ხმაში იგრძნობა სხვადასხვა ფერი, საოცარი არტისტიზმი" - ვიდეოქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის შემოქმედებით ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო – ერთი მსოფლიო მუსიკის მექაში, ლა სკალას თეატრში და მეორე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

,,ეს იყო მსოფლიო მუსიკალური მოვლენა” – ასე შეაფასეს სპექტაკლი ,,აიდა”, რომელიც ლა სკალაში ლეგენდარული რეჟისორის, კინოკლასიკოსის, ფრანკო ძეფირელის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. ძეფირელიმ ყველა მსახიობი თავად შეარჩია. რჩეულთა შორის კი მოხვდა გიორგი გაგნიძე, რომელმაც ამონასროს როლი შეასრულა.

,,ელეგანტური, ძლიერი ხმა”, ,,გიორგი გაგნიძე ისეთი ამონასროა, ვისაც ვეძებდით. ის ნამდვილი მამა და მეფეა სცენაზე”, ,,მისი ხმა მდინარესავით მოედინება”, ,,მის ხმაში, შესრულებაში ყოველთვის იგრძნობა სხვადასხვა ფერი, საოცარი არტისტიზმი…” – დაწერა იტალიურმა პრესამ ქართველ ბარიტონზე.

-55 წლის შემდეგ განმეორდა ეს დადგმა და ფრანკო ძეფირელის 95 წლის იუბილე ასე აღინიშნა. ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ დადგმაში მონაწილეობა, – აღნიშნა გიორგი გაგნიძემ.

გიორგი გაგნიძის ამონასრო ლა სკალაში და სიმონ ბოკანეგრა თბილისის ოპერაში - ,,მის ხმაში იგრძნობა სხვადასხვა ფერი, საოცარი არტისტიზმი" - ვიდეოსაქართველოში დაბრუნებულს კი თბილისის ოპერაში მისი საყვარელი პერსონაჟის, იტალიის ეროვნული გმირის, სიმონ ბოკანეგრას როლი შესთავაზეს ვერდის ოპერა ,,სიმონ ბოკანეგრაში”.

-სიმონ ბოკანეგრა ბარიტონების საყვარელი გმირია. ბარიტონების როლები ხშირად არის ცოტა უარყოფითი, სიმონ ბოკანეგრა კი მამა და მმართველია, ძალიან კარგი სინთეზია, კეთილშობილი ადამიანია. ის ისტორიული პიროვნებაა, რომელიც გენუაშია დაკრძალული. ჯუზეპე ვერდიმ ,,სიმონ ბოკანეგრა“ ანტონიო გარსია გუტიერესის დრამის მიხედვით შექმნა. მოქმედება მე-14 საუკუნის გიორგი გაგნიძის ამონასრო ლა სკალაში და სიმონ ბოკანეგრა თბილისის ოპერაში - ,,მის ხმაში იგრძნობა სხვადასხვა ფერი, საოცარი არტისტიზმი" - ვიდეოიტალიაში მიმდინარეობს. სხვათა შორის,  ვერდის პირველმა ვერსიამ არ გაამართლა, მერე კომპოზიტორმა შეცვალა და მეორე ვერსიამ უკვე დაიმკვიდრა სახელი.

ჩემთვის ეს  სპექტაკლი იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ ეროვნულ-პატრიოტული სულით, ქვეყნის გაერთიანების იდეით არის გაჟღენთილი. სიმონ ბოკანეგრა  შერიგებისკენ, გაერთიანებისკენ მოუწოდებს იტალიის ორ დაპირისპირებულ მხარეს, რომლებიც ზღვას და ნადავლს ვერ იყოფენ და ამის გამო ომი აქვთ გაჩაღებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ერის გაერთიანების თემა, – გვითხრა ქართველმა ბარიტონმა.

გიორგი გაგნიძის ამონასრო ლა სკალაში და სიმონ ბოკანეგრა თბილისის ოპერაში - ,,მის ხმაში იგრძნობა სხვადასხვა ფერი, საოცარი არტისტიზმი" - ვიდეოპრემიერა 10 ივნისს შედგა და სრული ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლის შემდეგ 20 წუთი ტაში არ წყდებოდა. ,,ასეთი სიმონი, ასეთი შესრულება პირველად ვნახეთ” – ამბობდნენ მუსიკოსები და ოპერის მოყვარებულები გიორგი გაგნიძეზე.

-შესანიშნავი მომღერლების ჯგუფი მონაწილეობდა – თამარ ივერი, რამაზ ჩიკვილაძე, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი მჭედლიშვილი და სხვები. ,,სიმონ ბოკანეგრა” ნათამაშები მაქვს მადრიდის სამეფო თეატრში, ჰამბურგში, ბილბაოში… როგორც გითხარით, ეს ჩემი უსაყვარლესი სპექტაკლია, – აღნიშნა გიორგიმ.

გიორგი გაგნიძის ამონასრო ლა სკალაში და სიმონ ბოკანეგრა თბილისის ოპერაში - ,,მის ხმაში იგრძნობა სხვადასხვა ფერი, საოცარი არტისტიზმი" - ვიდეოქართველი მომღერლის შემოქმედებითი კალენდარი რამდენიმე წლით უკვე გაწერილია. ოპერის მოყვარულები მალე მას ბერლინის სახელმწიფო თეატრში ელიან.

-ჩემი სამუშაო გრაფიკი ძალიან დატვირთულია. ჩემი პროფესია დიდ შრომას, ენერგიას მოითხოვს. რომ არა ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, მაია გოგოლაძე, რომელიც ძალიან მიყვარს, ამ ყველაფერთან გამკლავება ძალიან რთული იქნებოდა, – გვითხრა გიორგიმ.

ფოტოებზე: სცენები სპექტაკლიდან ,,სიმონ ბოკანეგრა” და გიორგი გაგნიძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად

Plebe patrizi !!! Simon Boccanegra Prova generale Tbilisi Opera & ballet 8 guino!!!

Gepostet von George Gagnidze am Sonntag, 10. Juni 2018