“გიომ ცოცხალი პანაშვიდი მოაწყო და მაყურებელს დაემშვიდობა. არ ვიცი, ეს რა გრძნობაა”

"გიომ ცოცხალი პანაშვიდი მოაწყო და მაყურებელს დაემშვიდობა. არ ვიცი, ეს რა გრძნობაა"მომღერალი გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა.
მეგობრებმა მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ იცოდნენ, თუმცა მისი გარდაცვალება მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ყველამ ვიცოდით, რომ ცუდად იყო, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით. ეს ცხრა თვე მასთან ერთად გავიარე ყველა ის წუთი, რაც სტკიოდა. დამაჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან თვითონაც ძალიან ებრძოდა ამ საშინელ სენს.

იმედიანად იყო, მაგრამ კონცერტზე უკვე ცუდად იყო, იმდენად უნდოდა კონცერტი და სიცოცხლე, რომ ყველამ დაინახა ის, რაც მან იმ დღეს გააკეთა, ფაქტობრივად, ცოცხალი პანაშვიდი მოაწყო და მაყურებელს დაემშვიდობა. არ ვიცი, ეს რა გრძნობაა…“ – ამბობს ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე „სარკესთან“ ინტერვიუში.

სრული სახით მასალა იხილეთ სარკის მიმდინარე ნომერში