აშშ-ში ტრაილერის გადაბრუნების შედეგად კარლო წვერავა და კახა კომახიძე დაიღუპნენ – ”განათლებული და იუმორით სავსე ადამიანი იყო”

აშშ-ში ტრაილერის გადაბრუნების შედეგად კარლო წვერავა და კახა კომახიძე დაიღუპნენ - ”განათლებული და იუმორით სავსე ადამიანი იყო”აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიისას სატვირთოში სამი მამაკაცი იჯდა, რომელთაგან ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული თბილისიდანაა, ერთი კი – ქუთაისიდან. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა გარდაცვლილების ვინაობა – 26 წლის კარლო წვერავა და კახა კომახიძე.

როგორც “პრაიმტაიმს” გარდაცვლილი კარლო წვერავას მეგობრის დედამ განუცხადა, კარლო მართავდა იმ ტრალიერს, რომელიც გადაბრუნდა.

“ჩემს შვილთან 25 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა, ჩვენი მეზობელია. ქუთაისში ცხოვრობს მისი ოჯახი. თბილისში დაამთავრა უნივერსიტეტი და გერმანიაში გაიარა სხვადასხვა პროგრამები. განათლებული და იუმორით სავსე ადამიანი იყო. საამაყო შვილი, რომლის მსგავსს არ ვიცნობ. უთბილესი და უკარგესი ოჯახიდან. 2 თვის წინ დაიწყო მუშაობა მძღოლად” – ამბობს  ნინო მუშკუდიანი და აღნიშნავს, რომ ორივე გარდაცვლილი ამ დროისთვის პროზექტურაშია.

პრაიმ ტაიმი