“შოკში ვარ, გარდაცვლილი ყოფილი ფეხბურთელია” – საბა კვერკველიას ბინაში რომეო კოპალიანის ცხედარი იპოვეს

“ლოკომოტივის” ქართველი მცველის საბა კვერკველიას ბინაში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი რომეო კოპალიანია, რომელიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა. მას თან ჰქონდა გულშემატკივრის ბილეთი.
რუსული პრესის ცნობით, მას აეროპორტში სოლომონ კვირკველიას მეგობრები დახვდნენ. “championat.com”-ის ცნობით, კოპალიანის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დიდი ოდენობით ნარკოტიკების მიღებაა, გამოცემა წერს, რომ ადგილზე შპრიცები აღმოაჩინეს.
რაც შეეხება თავად სოლომონ კვერკველიას, შემთხვევის დროს ის რუსეთში არ იმყოფებოდა.
ონლაინ-გამოცემამ კვერკველიას კომენტარი გაავრცელა, რომელიც მომხდარით გაოგნებულია.
“ამ სახლში 6 თვეა აღარ ვცხოვრობ, არც კი ვყოფილვარ იქ. გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არ არის. ის ყოფილი ფეხბურთელია. ვისაც ბინა გადავეცი, გარდაცვლილის მეგობარია. მე თვითონ ახლა საქართველოში ვარ, სახლში, მომხდარი საინფორმაციოდან გავიგე და შოკირებული ვარ” – განაცხადა კვერკველიამ.

კოპალიანთან ერთად “ლოკომოტივის” მცველთან სტუმრად ასევე იმყოფებოდა კიდევ ერთი გულშემატკივარი, თუმცა სამართალდამცავებს ის ადგილზე არ დახვდათ.
კვერკველიას მეგობრის გვამი კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე ბინაში მეზობელმა აღმოაჩინა.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018