პროკურორის თქმით, პიკასოს დაჭრისას თამთა ჯანჯღავაც და ნათია თოფურიაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ

მომღერალ ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს დაჭრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ორივე ბრალდებული, თამთა ჯანჯღავაც და ნათია თოფურიაც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

ბრალდების მხარის განმარტებით, პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზი ისიცაა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები არიან.

მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ჯანჯღავა აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.მისი ადვოკატის ინფორმაციით, ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018