პრინცმა ჩარლზმა ბი ჯიზის წევრი ბარი გიბი რაინდად აკურთხა – ვიდეო

ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა ლეგენდარული ჯგუფის, ბი ჯიზის წევრი ბარი გიბი რაინდად აკურთხა. ამის შესახებ გამოცემა AOL წერს.

რაინდად კურთხევის საზეიმო ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. 71 წლის მუსიკოსმა განაცხადა, რომ ამ ჯილდოს თავის ძმებს, მორისსა და რობინს უძღვნის, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან.

„რომ არა ისინი, დღეს აქ არ ვიდგებოდი. ვიმედოვნებ, ისინი “მხედავენ” და ჩემით ამაყობენ,“ – აღნიშნა გიბმა.

ლეგენდარული დისკო-ჯგუფის წევრებთან ერთად გიბს ისეთი ცნობილი ჰიტები აქვს ჩაწერილი, როგორიცაა Night Fever, Stayin Alive, Jive Talkin, Words და სხვ.

The Beatles-ის წევრ რინგო სტარსა და Bee Gees-ის ვოკალისტს ბარი გიბს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა რაინდების წოდება გასული წლის დეკემბერში მიანიჭა.

The Beatles-ის წევრ რინგო სტარის რაინდად კურთხევის ცერემონია კი 2018 წლის მარტში გაიმართა.

იმედინიუსი


დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018