პიკასო ალაპარაკდა – ,,ირაკლიმ ვალის დაბრუნება დროულად ვერ მოახერხა”

ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” სოლისტი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

დაჭრილის ადვოკატი აცხადებს, რომ მომღერლის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მისცეს.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ნოზაძეს ცივი იარაღით 2 ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა რითი მიაყენეს, დაშავებულს არ ახსოვს.

ნიზაძემ ადვოკატს უთხრა, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, ვალის გამო ჰქონდა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავასთან.

-ირაკლის ბრალდებულის ვალი ჰქონდა, რისი დაბრუნებაც დროულად ვერ მოახერხა. ირაკლის ვკითხე, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც პრესაში ვრცელდება, თუმცა არანაირ ნარკოტიკს, პრეპარატს საქმესთან შემხებლობა არ აქვს, – აღნიშნა ადვოკატმა, რომელმაც თავის მხრივ კომენტარის გაკეთება არ ისურვა თამთა ჯანჯღავას ჩვენებაზე, სადაც ბრალდებული ყვება, რომ ნოზაძეს ფული გარკვეული პრეპარატის შესაძენად გადასცა.

-არ ვიცნობ თამთა ჯანჯღავას ჩვენებას, მე ვიცი რას ამბობს ირაკლი ნოზაძე, – დასძინა იურისტმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018