ნინო ჯღარკავა: ,,ყოფილ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილზე უნდა მოვყვე”

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილზე ფეისბუქში ყვება:

,,ერთ ყოფილ მინისტრზე უნდა მოვყვე. ერთი მეგობარი მყავდა, ასე 17 -18 წლიდან რომ მოგყვება – ნუკრი აგლაძე. ხშირი ურთიერთობა გვქონდა ოჯახებში მიმოსვლით. ერთხელაც თავისი მეგობარი გაგვაცნო, წესიერი ბიჭი, ჩუმი, თავმდაბალი. ჩემი მეგობრის მხრიდან ხშირად გვიწევდა საერთო წრეში ყოფნა. 2006 წლის მერე ყველას ჩვენი პრობლემები გვქონდა და დავკარგეთ ერთმანეთი.

ჰოდა, 2014-ში ეს კაცი მინისტრი ხდება. სიმართლე გითხრა, არც მომიკითხავს, ისე კი გამიხარდა . ერთხელაც აქ, სოციალურ ქსელში მივწერე, მოვიკითხე, ისე გამოიშტერა თავი, უიი, ვინ ხარ, ვერ გიცანიოო, პირველად ,,ფეიკი” მეგონა. მეც ჩვენი საერთო ძმაკაცი მოვიკითხე და ერთი შენიც-თქო, გულში ჩავიბუტბუტე.

ისე განვლო თავის მინისტრობის ვადა, ზედ არ შემიხედავს, არადა ისეთი ბედი მაქვს, ისევ ძველ მეგობრებთან ერთად სადმე გადამეყრება და ისეთი გულით მომიკითხავს, ისე შეიცხადებს, უიი, მე არ ვყოფილვარ, ის ალბათ სხვა გწერდაოო, რომ ჩემი გულუბრყვილობის ამბავი რომ ვიცი, დავიჯერებ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო ეს მინისტრი და ახლა მე არ მახსოვს. სკამი ადამიანობის საზომია, სიმაღლის კი არა”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018