მეგან მარკლმა პრინცესა დაიანას მოდური ლუქი გააცოცხლა

გასულ შაბათს მეგანი და ჰარი პრინცესა დაიანას დისშვილის – სელიას ქორწილის ცერემონიას დაესწრნენ,  წყვილმა ამჯერად სამოსი ერთმანეთს შეუხამა და მათ ლუქებში ღია ცისფერი ჭარბობდა. ჰერცოგინია ღონისძიებაზე Oscar De La Renta-ს კაბით წარდა, რომელიც, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად ეხამებოდა მის დახვეწილ ფიგურას, ამავე დროს, სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა და პრინცესა დაიანას ხსოვნას უკავშირდებოდა.

1986 წელს პრინცესა დაიანა სწორედ მსგავს კაბაში გახლდათ, როცა  მორიგი ვიზიტით საუდის არაბეთს ესტუმრა, თუმცა მეგანისგან განსხვავებით, მისი ლუქში თეთრ შარვალიც შედიოდა.

ზოგიერთი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ ეს უბრალო დამთხვევაა, თუმცა ცოტა ხნის წინ მეგანის ბავშვობის მეგობარმა აღნიშნა, რომ ის ყოველთვის იყო დაიანას დიდი გულშემატკივარი და სურს, რომ თავადაც დაემსგავსოს მას.

შესაბამისად ეჭვს არ იწვევს, რომ სამეფო ოჯახის ახალი წევრი გულდასმით არჩევს სამოსს და არც პრინცესასთან დაკავშირებული დეტალები დარჩებოდა ყურადღების მიღმა.

OK

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018