ლუბა ელიაშვილი: ,,ახლა თავად მიშუპდება ხელ-ფეხი და ვხვდები, რამდენ ხანს უწვალია მამას”

ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,მამა რომ გარდამეცვალა, სულ იმას ვთხოვდი ღმერთს,  მეც მასავით ბედნიერად ვიცხოვრო და მსუბუქად წავიდე-მეთქი. სიკვდილამდე მშვიდად ცხოვრობდა, გარშემო ყველა საღსალამათი და კარგად მყოფი ვყავდით.

85 წლამდე ზუსტად ორი თვით ადრე დაიძინა საღამოს, დილას ერთი ამოიხვნეშა და გარდაიცვალა. სანატრელი მეგონა ასეთი წასვლა. მართალიც ვიყავი, თუმცა ამ ჩემს მდგომარეობაში მივხვდი, თურმე როგორ უჭირდა, როდესაც გულის გაუმართავი მუშაობის გამო ბოლო წლების განმავლობაში ფეხები უშუპდებოდა, მაგრამ ყველაზე მოსახერხებელ ლეიბზე წოლაც უჭირდა, სკამზე მჯდომი იძინებდა. მაგიდაზე თავდადებული, რაც კიდევ უფრო სტკენდა ფეხებს, ვიდრე იმ უკანასკნელი ძილით დაიძინებდა.

ახლა თავად მიშუპდება ხელ-ფეხი და ვხვდები, რამდენ ხანს უწვალია თურმე. მე რომ მეგონა, ერთი დაძინება იყო მისი გარდაცვალება. მის სულს ვთხოვ, მაპატიოს. მაშინ რომ ვერ ვხვდებოდი, თურმე როგორ უჭირდა და მაინც ვნატრობ მამაჩემივით მხნე და ბედნიერი (ისე რომ გარშემო ყველა ვინც მიყვარს კარგად მყავდნენ), წავიდე ამქვეყნიდან.

ცუდად ყოფნას, გავუძლებ, მისი შვილი ვარ, სიცხეში განსაკუთრებით მძიმე ყოფილა ცხოვრება ისევე, როგორც სიცივეში. შემოდგომა მენატრება და ასაკის შესაბამისი ჯანმრთელობა თუნდაც, სხვებს რომ არ ვაწუხებდე უძლურობით. არ ვიცი, რატომ მომინდა ამდენი წუწუნი, ალბათ თქვენი მოფერება მომენატრა, მაპატიეთ ეს სულმოკლეობა,
p.s. არ დამილაიკოთ, თორემ შემრცხვება ჩემი სისუსტის გამომზეურების გამო!”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018