ირაკლი ნოზაძის დაჭრისთვის 29 წლის თამთა ჯანჯღავა და მისი 24 წლის მეგობარი დააკავეს

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის თამთა ჯანჯღავა და მისი 24 წლის მეგობარი თბილისში დააკავეს.
განზარახ მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარს კი 2-დან 4 წლამდე თავისულების აღკვეათა ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018