ირაკლი ნოზაძის დაჭრისთვის შსს-მ 2 ახალგაზრდა ქალი თბილისის გარეუბანში დააკავა

imedinews-ის ინფორმაციით, „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა. მათი აყვანა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე ბინაში მოხდა.

როგორც ირკვევა, ნოზაძესა და დაკავებულ პირებს შორის კონფლიქტის თემა ნარკოტიკი იყო.

ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018