ირაკლი ნოზაძე ისევ აპარატზეა შეერთებული

ირაკლი ნოზაძე მართვით სუნთქვაზე რჩება – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან შეკრებილ ჟურნალისტებს მომღერლის ძმამ, დავით ნოზაძემ განუცხადა. მისი თქმით, ცოტა ხნით სუნთქვის მართვის აპარატიდან მოხსნეს და ის ამ დროს კონტაქტრური იყო. გუშინდელთან შედარებით მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ექიმის თქმით, შესაძლებელია, რომ დღეს აპარატიდანაც მოხსნან.

დავითი ასევე ამბობს, პირები, რომლებიც მისი ძმის დაჭრის ფაქტზე პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს, ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

სამართალდამცველებმა ისიც დაკითხეს, თუმცა გამომძიებლებს ვერანაირი ხელშესახები ინფორმაცია ვერ მიაწოდა, რადგან არ იცის, რატომ დაჭრეს მისი ძმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. ეჭვმიტანილები კი ქალები არიან.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018