ეკა ბესელია: ,,უბადრუკი ნიკა გვარამია აი, უკვე ისე დაეცა, რომ სერიოზული რეაქცია აღარ მაქვს”

,,რუსთავი 2″-ის ინფორმაციით,  კომპანია QNET უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას ოჯახს ეკუთვნის.

,,ქსელური მარკეტინგის კომპანია QNET-ის უკან “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას ოჯახი დგას. კომპანიის ქსელში საქართველოში ათასობით ადამიანია გაწევრებული, მათმა ნაწილმა კომპანიაში ფული ჩადო და დაკარგა.

დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ეკა ბესელიას ძმა – სერგო ბესელიაა, დირექტორის პოსტს კი პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დის, ცირა ბესელიას მეუღლე – იასე ზაუტაშვილი იკავებს…”, – ნათქვამია სიუჟეტში.

ეკა ბესელია ამ ინფომაციას ცილისწამებას უწოდებს.

,,მორიგი უნიჭობის და ბოროტების გამოვლინება: უბადრუკი გვარამია… აი, უკვე ისე დაეცა, რომ სერიოზული რეაქცია აღარ მაქვს. აღარ იცის რა შეთხზას…
,, ნოემბრიდან ნოემბრამდე” ხომ იყო პროკურორ-რეჟისორის ,,შედევრი”? ახლა მოკლემეტრაჟიან უნიჭო ცრუ ნოველებს გვიმზადებს. კონსპირაციის თეორიები და ბიძინას ბოღმა, ვშიშობ, სულ შეშლის. რას ჰგავდა დღევანდელი სიუჟეტი… რომელი ერთი…  ან რა იწვალა, რომ ეს რაღაც ,,ქიუნეთი” დაეკავშირებინა ჩემთან. სრული ბოდვა! როგორც გავიგე, ამ კომპანიას დამფუძნებელი საქართველოში არა ჰყავს.
მარტივად დავწერ, არ ღირს სერიოზულ განსჯაში შესვლა, ჩემი ოჯახი არ არის ამ ფირმის დამფუძნებელი. რომ იყოს დასამალი არაფერი მაქვს.
ვერც იპოვეს ვერავინ სულიერი, რომ ესაუბრა, თავად ჟურნალისტი ყვებოდა მისივე შეთხზულ ზღაპარს. ვიღაც გაურკვეელი, ინკოგნიტო ადამიანის სატელეფონო საუბრით ამოიწურა მტკიცებულება. როგორი პროკურორიც იყო, ისეთ მედიაპროდუქტს ქმნის. მოკლედ მინდოდა დამეწერა, გვარამიას მორიგი უნიჭო სცენარი!
რასაკვირველია მშვიდად გამოვიყენებ სამართლებრივ გზებს და სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა. ისე ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიასაც მოუწევს ამაზე მსჯელობა.
რამდენჯერაც ცილისწამებას ექნება ადგილი, იმდენჯერ მექნება რეაგირება!’, – დაწერა ფეისბუქში ეკა ბესელიამ.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018