დავით კირკიტაძე არჩილ თალაკვაძეზე: ,,იმიტომაც იყო ჩემი შნირი”

 ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან ერთმანეთს ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე და წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ბონდო ღლონტი დაუპირისპირდნენ. ღლონტმა კირკიტაძეს წარსული შეახსენა და განაცხადა, რომ ,,დავით კირკიტაძე რომ ჩამოვა და სამართლიანობაზე გვესაუბრება, დაქცეულია მაშინ ქვეყანა”.

ამ განცხადების შემდეგ ღლონტს კითხვით მიმართა კირკიტაძემ: “თუ შეგიძლია ამიხსნა რატომ? და თალაკვაძე ხომ გყავთ აქ უკეთესი?”, რაზეც ღლონტმა უპასუხა, -“თქვენ ნამდვილად გჯობიათ”. ღლონტის პასუხს კი დავით კირკიტაძის რეპლიკა მოჰყვა- “ხო, იმიტომაც იყო ყოველთვის ჩემი შნირი”.

გურიის მოამბე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018