თიკა ჯამბურია: “ქეთი მურუსიძემ კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა, იმედია, 21 წლის ბავშვებზე არ შეიხოცავენ ხელებს….”

თიკა ჯამბურია: "ქეთი მურუსიძემ კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა, იმედია, 21 წლის ბავშვებზე არ შეიხოცავენ ხელებს...."ნარკორეალიზატორების საქმეზე დაკავებული 21 წლის ქეთი მურუსიძის შესახებ მომღერალი თიკა ჯამბურია ამბობს, რომ ის მისი მეგობარი არ არის და მედიაში ამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც  „პრაიმტაიმს“ მომღერალმა განუცხადა, ქეთი 1 თვის წინ გაიცნო ეგვიპტეში, როდესაც მეგობრებთან ერთად ისვენებდნენ და ფოტო, რომელიც მედიასაშუალებებში გავრცელდა, სწორედ ამ პერიოდშია გადაღებული ეგვიპტეში.

თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც მისი და ქეთის ფოტო „ძალიან ცუდი ტექსტებით ააფრიალეს“.

„რა დავწერო არ ვიცი. დღეს ჟურნალისტების საქციელი რომლებმაც ჩემი ფოტო ძალიან ცუდი ქვეტექსტით აფრიალეს ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ და აზრებს ვერ ვალაგებ !!!!! …. ქეთი 1 თვის წინ გავიცანი ეგვიპტეში ჩვენი საერთო ფოტოც ეგვიპტეშია გადაღებული რომელიც ჟურნალისტებმა დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან ცუდად ატრიალეს…….. თავის მეგობრებთან ერთად იყო დასასვენებლად ისევე როგორც მე …. ძალიან დადებითი და კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა …. აქაც ვკონტაქტობდით სოციალური ქსელის საშუალებით , არასოდეს არ გვქონია საუბარი ნარკოტიკებზე და მსგავს თემებთან დაკავშირებით არასოდეს არ მიფიქრია რომ რაიმე მსგავსი კატასტროფულ საქციელთან ექნებოდა შეხება… ძალიან ძალიან ცუდია ნარკოტიკის გასაღება ვერაფრით ვერ გავამართლებ მის საქციელს და ძალიან ძალიან მწყდება გული რომ ამ ყველაფერშია გარეული…. თუმცა ჟურნალისტებს რომლებმაც ესე პროვოკაციულად იხმარეს ჩვენი ფოტო მათ ვთხოვ და ვაფრთხილებ ცოტაოდენი ადამიანობა გამოიჩინონ და მე შემეშვან …..ფოტოს გადაღებას ნუ გამიკონტროლებთ ადამიანებთან ძალიან გთხოვთ

P.S იმედია ნამდვილ ნარკოლეარიზატორებსაც მალე დაიჭერენ და 21 წლის ბავშვებზე არ შეიხოცავენ ხელებს …მადლობა ყურადღებისთვის“ – წერს ჯამბურია.

პრაიმ ტაიმი