“თავის მოკვლამდე ვარ მისული… ჩვენი მტრები ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ” – რატომ ითხოვს შველას კონსტანტინე კირვალიძე

"თავის მოკვლამდე ვარ მისული... ჩვენი მტრები ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ" - რატომ ითხოვს შველას კონსტანტინე კირვალიძეშვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი კონსტანტინე კირვალიძე საგანგაშო წერილს აქვეყნებს:
“ამ სამყაროში, არ ყოფილა ჩემი ადგილი, მივხვდი, მაგრამ რა ქნან ჩემმა ცოლმა, და ჩემმა ორი თვის ბავშვმა? ვითხოვ, თუ არსებობს რაიმე ორგანიზაცია, ან კერძო პირი, დაგვეხმარეთ, და დაგვაკვალიანეთ, მე თავის მოკვლამდე ვარ მისული, მაგრამ მანამდე მინდა ჩემი ბავშვი და ჩემი ცოლი, რომელიმე სანდო ქვეყანამდე ჩავიყვანო, რადგან დღეს გავიგეთ, რომ ბავშვს, რომელიც ორი თვის უკან დაიბადა სტოკჰოლმში, ქეყნიდან აძევებენ. დაახლოებით ასე წერია ფურცელზე. მე მივმართავ, თუ არსებობს ვინმე, ან რამე, ამ ქვეყანაზე, სამართალი აღსრულდეს და მოგვეცეს, ჩვენ, ჩვენი კუთვნილი ადამიანის უფლებით სარგებლობის საშუალება. რა უნდა ვქნა,მირჩიეთ ვინმემ რამე. არავინ მყავს, ამ ფეისბუქის გარეთ და იქნებ აქ მაინც წაიკითხოს ვინმემ. და ვინც სიტუაცია არ იცის, შევახსენებ, ცამდე მართალი საბუთები დავალაგეთ, რომ ჩვენ, ნამდვილად ვერ დავბრუნდებით საქართველოში,ჯერ-ჯერობით, მაგრამ ჩვენი მტრები, ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ და აქ, სამოთხის მსგავსი ქვეყანაც კი, ჯოჯოხეთად გვიქციეს. გავა დრო და ისაუბრებენ და დაწერენ ამაზე, რაც აქ მოხდა, გავა დრო და ბევრ რამეს აეხდება ფარდა, მაგრამ მანამდე, გთხოვთ მირჩიოთ რამე. სხვა რაღაცეები უფრო მნიშვნელოვანია ახლა, მათ შორის, ჩვენი ორი თვის ბავშვის მომავალი და არ მინდა, ბუნდოვანი იყოს ის, ჩემს გამო.”
პირველი