გია ვოლსკი ინგა გრიგოლიას: ,,მე აღარ მაინტერესებს, რას მეტყვით, 20 წუთია ლაპარაკობთ” – დაპირისპირება ,,რეაქციაში” – ვიდეო

გია ვოლსკი ინგა გრიგოლიას: ,,მე აღარ მაინტერესებს, რას მეტყვით, 20 წუთია ლაპარაკობთ" - დაპირისპირება ,,რეაქციაში" - ვიდეოსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ტელეჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციის” სტუმარი იყო. ის ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა, რომელიც „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებას ეხებოდა.

ვოლსკი: რასაკვირველია, მოადგილეებს, ფრაქციის ხელმღვანელებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს ეყრდნობა, მაგრამ ინტერპრეტაცია არის მთავარი მექანიზმი, რისთვისაც ატარებთ ამ რეაქციას.

გრიგოლია: როგორ გეკადრებათ, ბატონო გია…

ვოლსკი: მე რა მეკადრება კი არა, თქვენ როგორ გეკადრებათ… არ გეყოთ, 20 წუთია ლაპარაკობთ.

გრიგოლია: ეს ჩემი საქმეა, რომ ვილაპარაკო…

ვოლსკი: მაშინ ილაპარაკეთ და მე წავალ. მე აღარ მაინტერესებს, რას მეტყვით, თქვენ უკვე თქვით და თუ გაინტერესებთ, მე გეტყვით, თუ არ გაინტერესებთ, მაშინ მითხარით, მე წავალ და თქვენ ესაუბრეთ გია ხუხაშვილს და ბოკერიას. არასწორ ინფორმაციას აწვდით საზოგადოებას, თითქოს  აქ მოხდა დიდი შეჯახება, ვითომ კობახიძემ გაიმარჯვა, კვირიკაშვილი გვერდით გაწიეს, საიდნ მოგაქვთ ასეთი კომენტარები!

გრიგოლია: იქიდან, რომ 3 კვირაა, საზოგადოება ამას უყრებს, მესიჯებით როგორ ეხმალავებიან ერთმანეთს…