ჩვენი ღირსებანი

ჩვენი ღირსებანი16 მაისიდან ჟურნალ სარკესთან ერთად გაიყიდება “ჩვენი ღირსებანი”-ს პირველი წიგნი.

ფასი ჟურნალთან ერთად 18 ლარი.

ქართველი ერის ნიჭიერებამ, ღვთის ნებით, ბევრი რამ შექმნა, ქვეყნის ღირსების განმსაზღვრელიც სწორედ ესაა, ამიტომ ახდენს იგი ჩვენზე გავლენას სხვაზე მეტად დღემდე.

ღმერთის გარეშე ადამიანი ობობას ქსელში გამოფიტულ მწერს ემსგავსება, უწონადობის შეგრძნება ახლავს, ფრენისათვის უნარდაკარგულს.ღვთის ბოძებული კი საყრდენი და დედაბოძია ადამიანისათვის.ღვთისა და კაცის თანაარსებობამ ცოდნისა და გამოცდილების გარკვეულ ხარისხს მიაღწია, არც ბუნებრივ დროს ჩამორჩენია და არც მადლიან დედამიწასთან გაუხდია საბოდიშოდ საქმე.დაგროვილი ღირებულებების ნაწილმა თავი მოიყარა ამ წიგნში.