82 წლის ნანი ბრეგვაძე პოდიუმზე გავიდა – დათუნა სულიკაშვილის ჩვენების კულმინაცია

,,მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულის პირველი დღე გუშინ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით დაიხურა.

ახალგაზრდა დიზაინერმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და სტუმრებს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა.

დათუნა სულიკაშვილის ჩვენება ცოცხალი მუსიკის ფონზე წარიმართა, რომელსაც ორკესტრი ასრულებდა.

ჩვენების კულმინაცია პოდიუმზე ნანი ბრეგვაძის გამოჩენა იყო. ქართული ესტრადის უდიდესმა ვარსკვლავმა, დახვეწილმა და განუმეორებელმა ნანი ბრეგვაძემ პოდიუმზე ვაჟა აზარაშვილის სიმღერის “დღეები მიდიან” ჰანგების ფონზე გაიარა.

ნანი ბრეგვაძე 82 წლის გახლავთ და დღემდე არაჩვეულებრივ ფორმაშია.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018