33 წლის იზოლდა აბაშიძეს ლიფტში 62 ჭრილობა მიაყენეს

33 წლის იზოლდა აბაშიძეს ლიფტში 62 ჭრილობა მიაყენესთავდასხმა 33 წლის ქალზე, რომელსაც ბოროტმოქმედმა 62 ჭრილობა მიაყენა – შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იზოლდა აბაშიძე მშობლებთან სტუმრად მიდიოდა. საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შესვლისთანავე მას ბასრი საგნით შეიარაღებულმა მამაკაცმა მრავლობით ჭრილობა თავის ქალის, სახის, გულ-მკერდის, ზურგის, წელის და ფეხის არეში მიაყენა. იზოლდა აბაშიძე ამ დრომდე სიკვდილს ბათუმის ჰოსპიტალში ებრძვის.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა იზოლდა აბაშიძე მხოლოდ მას შემდეგ იპოვეს, რაც გაჭედილი ლიფტის კარი გახსნეს. ლიფტის კაბინაში იმყოფებოდა თავდამსხმელიც, თუმცა მან მეზობლებს უთხრა, რომ დაშავებული მისი ცოლი იყო და ხალხს დახმარება სთხოვა. შემდეგ კი შეიარაღებულმა მამაკაცმა ქაოსით ისარგებლა და და გაიქცა.

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

რუსთავი 2