14 წლის ბიჭმა დედა და ბებია დაანაწევრა და 10 დღე სარდაფში ინახავდა, დას კი დუმილს აიძულებდა – სასტიკი მკვლელობა

14 წლის ბიჭმა დედა და ბებია დაანაწევრა და 10 დღე სარდაფში ინახავდა, დას კი დუმილს აიძულებდა - სასტიკი მკვლელობამორიგი შემზარავი შემთხვევა მოხდა რუსეთში. ტვერსკის ოლქში, 14 წლის მოზარდმა გამზრდელი ბებია და დედა მოკლა, რომლებიც მას 2 წლის ასაკიდან ზრდიდნენ. ბიჭმა ისინი დაანაწევრა და 10 დღის განმავლობაში სარდაფში მალავდა.
გამოძიების თანახმად, 6 მაისს, მოზარდმა 81 წლის ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავში. შემდეგ კისრისა და მკერდის არეში. ქალი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. ბიჭმა ის სარდაფში წაათრია. როდესაც სახლში დედა დაბრუნდა, მოზარდი მასაც დაესხა თავს და კისრის, მუცლისა და მკერდის არეში დაჭრა. მისი მკვლელობის შემდეგ, ისიც სახლის სარდაფში ჩაიყვანა.
სასტიკი დანაშაულის მიზეზზე მეზობლები ვერ საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა 54 წლის ქალი და მისი 81 წლის დედა 2 ბავშვს ერთად ზრდიდნენ, მას შემდეგ, რაც ბავშვების გამზრდელი მამა და დედა ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს შვილები არ უჩნდებოდათ და ამიტომაც, 12 წლის წინ ბავშვთა სახლიდან ორი ბავშვი გოგო და ბიჭი იშვილეს. განქორწინების შემდეგ ბავშვები დედასთან და ბებიასთან დარჩნენ. ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა. მეზობლების თქმით, ისინი კონტაქტურობით არ გამოირჩეოდნენ. კლასელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა გოგონას, ბიჭი კი არავის ეკონტაქტებოდა.
გამოძიების თანახმად, გოგონამ ქალის კივილი გაიგონა და როდესაც ოთახში შევიდა, მკვდარი დედა დაინახა. როგორც გოგონა გამოძიებას უყვება, ძმამ აიძულა გაჩუმებულიყო, რადგან თუკი ხმას ამოიღებდა, დედისა და ბებიის ბედს გაიზიარებდა. მისი თქმით, ბოლო დროს, ბიჭი ყველაფერზე ჩხუბობდა და მასზე კონტროლი სრულიად დაკარგეს. ისინი 10 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლში, სარდაფში კი მოკლული დედა და ბებიის ცხედრები ჰქონდათ შენახული.
ტრაგედიის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როცა მათი გამზრდელი მამა სახლში მივიდა, რადგან მისი ყოფილი ცოლი ტელეფონზე არ პასუხობდა და გადაწყვიტა გაერკვია, რამე ხომ არ უჭირდა. მამის თქმით ,როდესაც შვილებს ჰკითხა სად იყვნენ დედა და ბებია, ბიჭმა მაშინვე უპასუხა, რომ ისინი დახოცა, რის შემდეგაც მამამ პოლიციაში დარეკა.

პოლიციამ და-ძმა დააკავა, მოგვიანებით გოგონა გაათავისუფლა, ბიჭი კი განაჩენის მოლოდინშია.

ნიუპოსტი